სერხიო აგუერომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ხორხე სამპაოლი არ ახსენა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი არ ახსენა.

"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა თავის ოჯახს, თანაგუნდელებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასსა და სამპაოლის შორის კონფლიქტია და აგუერომ ის პოსტში ამიტომაც არ ახსენა.

"მოვიდა დრო, ჩემს ვაჟიშვილს, ოჯახსა და მეგობრებს მადლობა გადავუხადო. ეს ადამიანები ყოველდღიურად გვერდით მედგნენ და მაძლიერებდნენ.

ყველას მადლობას გიხდით, ვინც ჩვენ საგულშემატკივროდ რუსეთში ჩამოხვედით, ანდაც მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან გვქომაგობდით.

მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესონი არიან და
თითოეულ შეხვედრაში მოედანზე სულს დებდნენ.

მადლობა ექიმებს, ფიზიოს და ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ და ვიქნებით ერთად. არგენტინა, მიყვარხარ", - წერს აგუერო.

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altარგენტინის ნაკრებში ამბოხი "ჩაახშეს", აგუერო დასაჯეს, კარში დებიუტანტი არმანი ჩადგება

altვინ წვრთნის არგენტინის ნაკრებს? სერხიო აგუეროს შემოსვლის ნებართვა ლიონელ მესიმ გასცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული