ჟირინოვსკიმ პენალტების, ბარათების, თამაშგარეების და მსაჯების გაუქმება მოითხოვა და ხორვატიის წაგება იწინასწარმეტყველა

AutoSharing Option
რლდპ-ს შეუცვლელმა ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ფეხბურთის წესებში ცვლილებები მოითხოვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მომავალი მეტოქის, ხორვატიის დამარცხება იწინასწარმეტყველა.

"ფეხბურთის წესები შესაცვლელია. არანაირი დამატებითი დრო, არანაირი პენალტები, არანაირი თამაშგარე მდგომარეობა, არანაირი საჯარიმოები. მსაჯი მოედნიდან საერთოდ გასაძევებელია. დაე, იჯდეს ჯიხურში. ისინი ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლიან.

იმედია, 7 ივლისს გავიხარებთ. ხორვატები უნდა დამშვიდნენ. ისინი ჩვენს და სერბების წინააღმდეგ ომობდნენ და გრძნობენ თავიანთ დანაშაულს. გეთანხმებით, ეს სპორტია, მაგრამ მათ ახსოვთ თავიანთი წარსული. თავს უხერხულად გრძნობენ. 7 ივლისს ხორვატია 0:1-ს წააგებს", - განაცხადა ჟირინოვსკიმ
ტელეარხ Россия 1-ის ეთერში.

altua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხუმრობის გარეშე კი ერთ რამეს მართლაც შევცვლიდი,არანაირი დამატებითი დრო,უნდა თამაშობდნენ სუფთა 90 წუთს,როცა რამე ხდება უნდა ჩერდებოდეს დრო
euhh
05 ივლისი 2018 12:34
2
Iamayebs amis amomrcheveli
Baggio
05 ივლისი 2018 12:31
1
მართალს ამბობს ყველაფერი გასაუქმებელია და ბურთის მაგივრად ჟირინოვსკის მამიდაა შესაგდები მოედანზე)))))
euhh
05 ივლისი 2018 12:25
0
ამას რო მაგრად აკლია არაა ახალი ამბავი , ჩვენ რატო გვტენით ესეთ არაფრის მთქმელ სიახლეებს , ან კიდე „ჰენდერსონის “ ცოლის ტიტლიკანა ფოტოებს რო აქვეყნებთ , სპორტული გამომცემლობა ხართ , ჭორბიურო თუ პორნოგაზეთი ? ძალიან გთხოვთ პატივი ეცით თქვენ მკითხველს.
პატივისცემით
ლევან რაჭველი
Levan
05 ივლისი 2018 04:18
2
მართალი ხართ ლევან და ჩამონათვალს დავამატებდი იმ საეჭვო "მაღალრეიტინგულ" გამოკითხვებს აკინფეევს რო სიმბოლურში მოიხსენიებს და კიდე ერთ რუს მცველს სახელი არ მახსოვს
ბექა
05 ივლისი 2018 11:22
0

სიახლეები პოპულარული