ჟირინოვსკიმ პენალტების, ბარათების, თამაშგარეების და მსაჯების გაუქმება მოითხოვა და ხორვატიის წაგება იწინასწარმეტყველა

AutoSharing Option
რლდპ-ს შეუცვლელმა ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ფეხბურთის წესებში ცვლილებები მოითხოვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მომავალი მეტოქის, ხორვატიის დამარცხება იწინასწარმეტყველა.

"ფეხბურთის წესები შესაცვლელია. არანაირი დამატებითი დრო, არანაირი პენალტები, არანაირი თამაშგარე მდგომარეობა, არანაირი საჯარიმოები. მსაჯი მოედნიდან საერთოდ გასაძევებელია. დაე, იჯდეს ჯიხურში. ისინი ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლიან.

იმედია, 7 ივლისს გავიხარებთ. ხორვატები უნდა დამშვიდნენ. ისინი ჩვენს და სერბების წინააღმდეგ ომობდნენ და გრძნობენ თავიანთ დანაშაულს. გეთანხმებით, ეს სპორტია, მაგრამ მათ ახსოვთ თავიანთი წარსული. თავს უხერხულად გრძნობენ. 7 ივლისს ხორვატია 0:1-ს წააგებს", - განაცხადა ჟირინოვსკიმ
ტელეარხ Россия 1-ის ეთერში.

altua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხუმრობის გარეშე კი ერთ რამეს მართლაც შევცვლიდი,არანაირი დამატებითი დრო,უნდა თამაშობდნენ სუფთა 90 წუთს,როცა რამე ხდება უნდა ჩერდებოდეს დრო
euhh
12:34 05-07-2018
2
Iamayebs amis amomrcheveli
Baggio
12:31 05-07-2018
1

სიახლეები პოპულარული