"ბრაზილიელებმა ვიცით, ჯერ არსებობს პელე და შემდეგ უკვე სხვები. ფეხბურთელი შესაძლოა იყოს ძლიერი, ჰქონდეს ტექნიკა, მაგრამ პელეს მემკვიდრე არ ჰყავს და არავის შეუძლია მის დონეს მიაღწიოს", - აღნიშნა სკოლარიმ.
პელე 17 წლის იყო, როდესაც 1958 წელს შვედეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, ნეიმარი კი 26 წლისაა. მას 2014 წლის მუნდიალზე 1/4-ფინალურ შეხვედრაში გერმანიასთან ტრავმის გამო არ უთამაშია, გუშინ კი მისი ბრაზილიის ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა.
სკოლარის ასევე ჰკითხეს, თუ არის ნეიმარი ლიონელ
"ბარსელონაში ნეიმარი ძალიან განვითარდა და მაღალ დონეს მიაღწია. ის სწორ გზაზეა და ჯერ კიდევ დრო სჭირდება. შესაძლოა, 1-2 წელში მისი სახით სულ სხვა ფეხბურთელი ვიხილოთ", - აღნიშნა სკოლარიმ.
მუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა [VIDEO]
ტიბო კურტუა: ვიცოდი, ნეიმარი როგორც დაარტყამდა ბურთს
რამდენი წუთი იყო ნეიმარი მინდორზე წამოწოლილი მუნდიალის მატჩებში