ანდრეი კანჩელსკისი: კიდევ კარგი ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდა, თორემ ტურნირზე ვერ მოვხვდებოდით

AutoSharing Option
რუსებმა დაიჯერეს, რომ მაგარი ნაკრები ჰყავთ, გუნდს პატრიარქმა კირილმა მიულოცა წარმატებით ასპარეზობა, ხოლო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში დაპატიჟა. იშვიათად თუ ვინმე აფასებს სიტუაციას ობიექტურად და ერთ-ერთი მათგანია "მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ანდრეი კანჩელსკისი.

"კიდევ კარგი ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდა, თორემ ტურნირზე ვერ მოვხვდებოდით. იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. გამახარეს ბიჭებმა, მათ თავიანთი საქმე გააკეთეს.

რუსეთი რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა? მოდით, ობიექტურად შევაფასოთ ყველაფერი. ჩვენ დავამარცხეთ ადგილზე მდგომი ესპანეთი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა, სად იყო კარები. რა ეიფორიაა? ნახევარფინალში რომ
გავსულიყავით, სხვა საქმეა.

თუ ასეთ შედეგს 10 წლის განმავლობაში ვაჩვენებთ, მაშინ სხვაა. მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს მუშაობის სწორი მიმართულებაა. ახლა კი, მუნდიალისას ჩვენთან რამდენიმე საფეხბურთო კლუბი დაიხურა და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. რომელი მიმართულებით მივდივართ? სწორით თუ არასწორით", - განუცხადა კანჩელსკისმა Sport24.ru-ს.

altიგორ შალიმოვი: რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს უცხოეთის კლუბები არ იყიდიან

altმუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონ აპოლოს:ჯერ ერთი მუნდიალზე რომ არ ემასპინძლა თქვენს ასე ნაქებ ღრუსებს,ვერც მიიღებდნენ მონაწილეობას ამ ტურნირზე და მართალს ამბობს კანჩელსკისი,ის ობიექტურად მსჯელობს.ცხოვრებაში ერთხელ ნეხვიც აყვავდებაო უთქვამს თურმე ბრძენ კაც და სწორედ ასეა რუსეთის საქმეც.მაგათი სათამაშო არის ჰოკეი,რაც იციან ვერ წაართმევ.ასე რომ არავის შურს და არც შეშურდება მაგ ოკუპანტების
3
ქართველებო! შევეშვათ რა ამ რუსეთს და აპოლოსნაირ ტიპებს, მოსწონთ რუსეთი? ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ეს ნაგავი ქვეყანა, რა საქართველოსთან შესადარებელი ქვეყანა რუსეთია?! რატო ისვრით ენას ამ ქვეყანაზე სტატიების წერით, როგორც რუსები იტყვიან: და პაშლი ანი ნა ხ... 16 კილომეტრი ირბინა ტიპმა და მაინც წააგეს, ისემც უქნიათ, ჩამხრჩვალან თავიანთ დოპინგებში.
fifa
15:09 10-07-2018
7

სიახლეები პოპულარული