დიდიე დეშამი: ტიერი ანრი მტერია? აქ უფრო სერიოზულადაა საქმე

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ტიერი ანრისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელივ ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრია.

"როცა უცხოურ კლუბში გადადიხარ და მშობლიური ქვეყნის კლუბის წინააღმდეგ თამაშობ, შენ მტერი ხარ. ხოლო სანაკრებო დონეზე ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა. ის საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იქნება.

მან იცოდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, როცა რობერტო მარტინესის სამწვრთნელო შტაბში შევიდა. ეს მისთვის ძალიან რთული მომენტი იქნება", - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი დღეს, 10 ივლისს, 22:00 საათზე
დაიწყება.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდიე, აბა ჩამოთვალე სუფთა სისხლის ფრანგები შენს ნაკრებში და დაამთქნარე მერე
გელა
23:59 10-07-2018
2
დიდიე, წადი წაუძინე რა ცოტა
Niko
19:40 10-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული