გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ნაკრების მწვრთნელმა შესაძლოა გადახალისებული შემადგენლობა დააყენოს.
ბელგიელები 1/2-ფინალში საფრანგეთთან, ხოლო ინგლისელები ხორვატებთან დამატებით დროში დამარცხდნენ.
რობერტო მარტინესის გუნდი მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება. გარეთ საუტგეიტის განკარგულებაში კი შესაძლოა კაილ უოლკერი, კირან ტრიპიერი და ჯორდან ჰენდერსონი არ იყვნენ.
შეხვედრის არბიტრი ირანელი ალირეზა ფაგანი იქნება, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე 3 შეხვედრა იმსაჯა.
ის საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების 1/8-ფინალურ მატჩსაც სჯიდა, სადაც მან 8 ყვითელი ბარათი აჩვენა.
გუნდების
ბელგია (3-4-3): კურტუა, ვერტონგენი, კომპანი, ალდერვეილელდი, ჩადლი, ფელაინი, ვიტსელი, მუნიე, აზარი, ლუკაკუ, ბრუინი.
ინგლისი (3-5-2): პიკფორდი, უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, ალექსანდრ-არნოლდი, ლინგარდი, დაიერი, დელფი, როუზი, კეინი ვარდი.
შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
საუტგეითი მესამე ადგილისთვის მატჩში მეორე შემადგენლობას ათამაშებს?