ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.
ფინალები უმეტესად ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად
მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.
კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები".
საფრანგეთი - ხორვატია 2:1
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ)
საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე, პოგბა, მატიუიდი, მბაპე, ჟირუ, გრიზმანი
ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი, რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი, პერიშიჩი, მანძუკიჩი