20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩში საფრანგეთმა ხორვატიის დიდებული გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 20 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

altზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

 

ფინალები უმეტესად
ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ.

ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა (ისე, შეეძლო არც დაენიშნა) და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

შესვენების შემდეგ ხორვატებმა ისევ დაიწყეს იერიშის იერიშზე მიტანა და რებიჩს ლორისმა არ დაანება გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი პოგბამ დალაშქრა სუბაშიჩის კარი და ხორვატები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩდნენ. მერე მბაპემ მეოთხე გოლიც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა (სუბაშიჩს 20 მეტრიდან დარტყმული ბურთის აღება მართებდა). შემდეგ დიდად ნაქებმა ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მანძუკიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და 4:2.

რა თქმა უნდა, ხორვატების გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი დარჩნენ და მართლებიც არიან, რომ მათ მეტოქეს გაუმართლა, მაგრამ როგორც წესი, უძლიერესს უმართლებს ხოლმე.


altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
საფრანგეთი - ხორვატია 4:2
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანძუკიჩი (69)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე (ნზონზი 55), პოგბა, მატიუიდი (ტოლისო 73), მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი (პიაცა 82), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71), პერიშიჩი, მანძუკიჩი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი იყო, მთელი ტურნირის განმავლობაში, არანაირი ხიბლი, არც მოტყუება , არც მაკრატელა, არც რამე დასამახსოვრებელი დრიბლინგი, არც რამე გააზრებული კომბინაციები, არც რამე ემოციები, არც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, არადა ყოველ ჩემპიონატზე ახალგაზრდა ტალანტები აღმოჩნდებოდნენ, მოკლედ ფეხბურთი რეგრეს განიცდის, იყო ნამდვილი დოღი!!!! ვინც ბევრი ირბინა იმან მოიგო !!! აფრიკის კონტინენტიდან აააგროვეს რამოდენიმე ბიჭი, შემდეგ დაუმატეს ორი სამი ევროპელი , ერთი ორი ფრანგი და ამღერეს საფრანგეთის ჰიმნი, და ამ გუნდმა მოიგო მსოფლიო ამ ბახა ბუხში, და ჩაეთვალა მოგება საფრანგეთს ... ესე თუ გაგრძელდა 10-15 წელიწადში ფეხბურთი ნამდვილად აღარ იქნება ნომერ პირველი სპორტი, უბრალოდ ხალხი აღარ ივლის სტადიონზე , დაახლოებით ისე , როგორც საქართველოში !!!
Vasili
16 ივლისი 2018 11:48
6
საფრანგეთი სჯობდა ხორვატიას და ეს არ მოგეწონა, და ამის გამო ჩემპიონატი დაბალი დონის იყო? (ისე მართალია ხორვატები ძალიან გადიღალნენ სამი დამატებითი დრო ითამაშეს) უმაღლესი დონის თამაშები იყო, შემთხვევით სხვა თამაშებს ხომ არ უყურე მაგალითად ივერია-კოლხეთის თამაშს? საქართველოში რატომ არ დადიან სტადიონებზე ეს სხვა თემაა, ამას მრავალი მიზეზი აქვს , ყველამ კარგად იცის რატომაც არ დადიან
zaz
16 ივლისი 2018 12:56
4
საფრანგეთი უძლიერესი იყო და ვულოცავ ჩემპიონობას,მაგრამ ქედს ვიხრი ხორვატების მებრძოლი სულის წინაშე,მსაჯმა და იღბალმა ზურგი აქციათ, აღარც ძალები შერჩათ,მაგრამ ვაჟკაცურად იომეს და ფინალს ხიბლი შეარჩინეს.რაკიტიჩს ნახევარ ფინალის წინა დღეს 39 გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა და ალბათ ვერც ფინალის დროს იქნებოდა მთლად ჯანზე,მაგრამ ფრანგების ნახევარდაცას მან და მოდრიჩმა მაინც დაუმალეს ბურთი.გარდა იმისა,რომ ფრანგებმა ფაქტობრივად ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს,მათ კიდევ ერთი დღე ჰქონდათ მეტი დასავენებლად და კიდევ ბელგიასთან მათი მატჩი უფრო მსუბუქი ვარჯიშის სახისა იყო,ვიდრე ნამდვილი ბრძოლა.ეს ყველაფერიც მათთვის სერიოზული ფორა იყო
სოსო
16 ივლისი 2018 00:13
2
საფრანგეთი საქმისთვის ჩავიდა რუსეთში და ყველა თამაში გააზრებულად, მეტოქეზე მორგებულად გამამრთა.
გია
15 ივლისი 2018 22:51
2
ვულოცავ ფრანგებს მე კი ყველა ფინალის დაჯოლდოების დროს ვტირი და თავში ერთი აზრი მიტრიალებს მოვესწრებით როდესმე ჩვენი გუნდის თუნდაც მეორე ადგილს მსოფლიოზე?
soso
15 ივლისი 2018 22:33
3
ჯერ გეტყვით რომ კარგი თამაში და საფრანგეთის მოგება მინდოდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს თვალში მომხვდა რაკიტიჩის უაზრო თამაში, ამის მერე მთელი მეორე ტაიმი ვაკვირდებოდი, გაოცებული დავრჩი მისი უნიათო თამაშით, შეტევების შეფერხება, ვითომ ფაფხური და პასები უკან, ერთი დარტყმა და ისიც ტრიბუნებზე, მოკლედ ეს თუ განგებ არ ხდებოდა აბა ამაში უხდიან ბარსელონაში ამ ტიპს ფულს?! ეს არი ხორვატიის გუნდის ლიდერი?!
ფაქტიურად საფრანგეთს ყავდა თავისიანი ხორვატებში. გადაახვიეთ ხალხო და ნახეთ, იქნება ვცდები! მოიგებდა 12 კაცით 10-ის წინააღმდეგ უეჭველად და რომ მცოდნოდა მეც დავდებდი ფულს საფრანგეთზე, მარა მე და თქვენ მაგას ვინ გვეტყვის?!
bs
15 ივლისი 2018 21:59
6
მე მაგ თვალით საერთოდ არ შემიხედავს ამ თამაშისთვის და თუ მაგ ვერსიას მივყვებით, მაშინ სუბაშიჩზე უნდა გქონოდა ეჭვი: 1 გოლი - არ გადამხტარა; 3 გოლი - არ გადამხტარა; 4 გოლი - არ გადამხტარა; პენალტი - გადახტა საწინააღმდეგო კუთხეში; ისე ხუმრობა იქით იყოს და სრულად ჩააგდო ამ მეკარემ ეს თამაში, მინიმუმ მანჯუკიჩის და მბაპეს გოლები ასაღები იყო (პოგბას დარტყმულზე პოზიციას იქით რატომ არჩევდა საითაც 4 ფეხბურთელი ეფარებოდა ბურთს ვერ გავიგე).
???
15 ივლისი 2018 23:02
0
ფილმი "მამლუქი" თუ გინახავს, იქ არის ასეთი ფრაზა - იქნებ ფრანგების მოსყიდულიაო DDDDDDD
თან შინაურებიც ხვიჩას ეძახიან რაკიტიჩს და...
korben dallas
15 ივლისი 2018 22:46
0
ყველა გამოხმაურება
Aprikis nakrebma klasisa da fortunis ckalobit daamarcxa mebrdzoli xorwatiis nakrebi da saprangetis saxelit tasi aigo ....ese unda kopiliko satauri upro sheepereba realobas
Nika
15 ივლისი 2018 23:33
2
ფორტუნა კი არა კლასი! ესპანეთმა მილიონჯერ დაარტყა და კარში ევრ დაარტყეს, საფრანგეთმა 3 დაარტყა და 4 გოლი გაიტანა. ნახევარ ძალითაც კიარა ითამაშეს.
111
15 ივლისი 2018 21:41
9
"გაუმართლათ გალებს" - კარგი იყო. საფრანგეთის ნაკრებზე რომ კაცი მაგას იტყვი...
გიორგი
16 ივლისი 2018 17:52
0
visac gonia rom gaumartlad an daumsaxureblad moigo safrangetma fexburtis araferi gaegeba da jobia aghar gaagrdzelos yureba, cali fexit moigo da bolomde arc utamashia 11wuti itamasha argentinastan da rac mouvida yvelam dainaxa shuris momentia es yvelaferi,sasaciloa satireli rom ar iyos...
akaki
18 ივლისი 2018 10:46
0
1978 წლიდან ყველა მსოფლიო მახსოვს: - 1978-1982-1998 წწ-ბის საუკეთესოები იყო. 2018 წლის იყო ყველაზე სუსტი და დაბალი კლასის; ეხლანდელი ჩემპიონი - ყველაზე სუსტი ყველა მსოფლიო ჩემპიუონს შორის (თუნდაც საფრანგეთის 1998 წლის ნაკრებს ბევრად ჩამოუვარდება და 80-იანების საფრანგეთის ნაკრებს (რომელიც მსოფლიო ჩემპიონი არც გამხდარა) - ორი თავით ჩამოუვარდება); საუკეთესო ფეხბურთელი მოდრიჩი, რა თქმა უნდა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე სუსტი და არაქარიზმატულია ყველა წინა ჩემპიონატის საუკეთესოებს შორის.
დათი
16 ივლისი 2018 11:45
2
აბსოლიტურად სწორი შეფასებაა კლასის და ფორტუნის ხარჯზე გამარჯვება.. ჯერ ავტოგოლი, მეორე უაზრო პენალტი!! მთლიანობაში საფრანგეთი უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთი რაღაცნაირად კალათბურთს დაემსგავსა სადაც გუნდის სიძლიერის უმთავრესია: დაცვაში თამაშია და მერე სხვა დანარჩენი! გუნდს რომელსაც სუსტი დაცვა ჰყავს რაც არ უნდა მაგარი თავდასხვა ჰყავდეს ვერაფერს მიაღწევს.
zaza
15 ივლისი 2018 23:34
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული