20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩში საფრანგეთმა ხორვატიის დიდებული გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 20 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

altზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

 

ფინალები უმეტესად
ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ.

ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა (ისე, შეეძლო არც დაენიშნა) და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

შესვენების შემდეგ ხორვატებმა ისევ დაიწყეს იერიშის იერიშზე მიტანა და რებიჩს ლორისმა არ დაანება გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი პოგბამ დალაშქრა სუბაშიჩის კარი და ხორვატები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩდნენ. მერე მბაპემ მეოთხე გოლიც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა (სუბაშიჩს 20 მეტრიდან დარტყმული ბურთის აღება მართებდა). შემდეგ დიდად ნაქებმა ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მანძუკიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და 4:2.

რა თქმა უნდა, ხორვატების გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი დარჩნენ და მართლებიც არიან, რომ მათ მეტოქეს გაუმართლა, მაგრამ როგორც წესი, უძლიერესს უმართლებს ხოლმე.


altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
საფრანგეთი - ხორვატია 4:2
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანძუკიჩი (69)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე (ნზონზი 55), პოგბა, მატიუიდი (ტოლისო 73), მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი (პიაცა 82), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71), პერიშიჩი, მანძუკიჩი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ხო ვიძახოდი აფრიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო!!!!!
gurami
21:02 15-07-2018
3
ყველაზე აუტანელი მაინც ჩვენი კომენტარორების უნიჭო რეპორტაჟების მოსმენა იყო, ბრწყინცალე, შეუდარებელი, შესანიშნავი, განუმეორებელი, მორიგი შედევრი... ეს არის მათი შეფასებები ნებისმიერ რამეზე, ან გრამატიკაში მოიკოჭლებენ და საერთოდ არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა, ან არადა ცხოვრებაში ფეხბურთი არა აქვთ ნათამაშები, თუ აქვთ, ჰა, ჰა კარებში აყენებდნენ ალბათ, როგორც უნიჭოებს.
0

სიახლეები პოპულარული