ზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ საქართველო მოიხსენია.

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ მას კითხვა დაუსვა:

- ბევრი ფიქრობს, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი პატარა ქვეყნებისთვის დიდი მოტივაციაა, რადგან იგივე ხორვატიაც პატარა ქვეყანაა, რომელმაც ფინალში ითამაშა. პირველ რიგში მოტივაციაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რა იქნება თქვენი მესიჯი პატარა ქვეყნებისთვის?
- ჩვენს ავტობუსს აწერია: "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნება". უნდა გჯეროდეს შენი წარმატების. ეს სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, იგივე საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ
ოცნება და ამბიცია, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და გჯეროდეთ გამარჯვების. უკან ვიხედები და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ჩემი ქვეყნით.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

alt20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

altპეტერ შმეიხელი: მსაჯმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიპარა

altფიფამ საუკეთესოები დააჯილდოვა

altხორვატმა ფეხბურთელმა დაჯილდოებისას ვლადიმირ პუტინს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

altლუკა მოდრიჩი: პიტანას მსაჯობით გაოგნებულნი ვართ

altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 38 /
მოდით ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხოვ შევაფასოთ ეს სტატია დადებითად და იქნებ ნახონ ქართველმა ფეხბურთელებმა როგორ ვოცნებობთ მთელი საქართველო მათ ჩვენი ნაკრების წარმატებაზე
ტოტტი
00:15 16-07-2018
1
შენ გენაცვალე.კარგია !!!
Ruslani
00:04 16-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული