ფიფას ყოფილი არბიტრი: პიტანას მსაჯობა უსამართლობის მწვერვალი იყო

AutoSharing Option
ფიფას ყოფილმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ნესტორ პიტანას მსაჯობა უარყოფითად შეაფასა.

"პიტანამ დიდხანს უყურა ვიდეოგამეორებას, აშკარაა, აწონა თავისი გადაწყვეტილება და პერიშიჩის მიერ ხელით თამაშისთვის პენალტი დანიშნა. მე კი უცბად გამახსენდა მექსიკა - შვედეთის შეხვედრა. იმ მატჩში ხავიერ ერნანდესის ხელით თამაში უფრო აშკარა იყო. რატომ არ დადო პიტანამ მაშინ თერთმეტმეტრიანი? სადაა აქ თანმიმდევრულობა?

ხორვატი ფეხბურთელი იმ მომენტში არასაყრდენ ფაზაში იმყოფებოდა. ორივე ახტა, მატიუიდის უნდოდა, თუმცა თავით ვერ ითამაშა, პერიშიჩმა კი დაშვებისას ხელის მოშორება ვერ მოასწრო. ეს არ იყო
საკმარისი პენალტის დასანიშნად. მექსიკა - შვედეთის მატჩში მიღებული გადაწყვეტილების ფონზე კი, ეს პატანას შესრულებით უსამართლობის მწვერვალი გახლდათ.

რაც შეეხება გრიზმანის მიერ მოპოვებულ საჯარიმოს. ანტუანს ეხერხება ლამაზად დაცემა. რეფერი თამაშს უნდა გრძნობდეს და ესმოდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მსაჯია. შემდეგში მან ანალოგიურ შემთხვევებში წესების დარღვევა არ დააფიქსირა. გრიზმანის მცველთან კონტაქტამდე დაეცა, პიტანამ კი დაუსტვინა. ფრანგმა ბურთი გაიგდო, ფეხები არ გასწია და ოპონენტი მხოლოდ მაშინ შეეხო. საფრანგეთის სასარგებლოდ მიღებული იყო არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები. ლამაზად არ გამოვიდა".

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მკითხველის კომენტარები / 11 /
გოლის წინა ეპიზოდში მე როგორც შევხედე,გრიზმანს ფეხი დაუსხლტა და დაეცა.ეს არ იყო სიმულაცია,მაგრამ რა თქმა უნდა არიყო არც ჯარიმა და მით უმეტეს გასაფრთხილებელი არ იყო ხორვატი.გამეორება აღარ მინახავს,მაგრამ მგონი არ ვცდები.რაც შეეხება მიროსლავ სტუპარს,ახლა სხვაზე რომ ლაპარაკობს,დინამოს სტადიონს არა ერთი მატჩი ახსოვს,როცა მთელი სტადიონი ერთხმად სკანდირებდა სუდია პიდარასტ,სუდია პიდარასტო
სოსო
01:54 16-07-2018
2
პენალტი ინიშნება ხელზე მოხვედრის შემთხვევაში. ხოდა მოხვდა და დაინიშნა. ძალიან მაგარია ვიდეო რეფერი, რამდენჯერ გაამწარებენ სიმულანტების რეალს?
28

სიახლეები პოპულარული