ოთხშაბათს ბუნდესგუნდის მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი, როგორც იქნა, შეხვდნენ ჟურნალისტებს, მაგრამ მათ კონკრეტული ვერაფერი ვერ თქვეს.
"მე ვთვლიდი, რომ ბურთის ფლობით მოვიპოვებდით მოწინააღმდეგეებთან უპირატესობას და ჯგუფიდან გავიდოდით. ჩვენ გვაკლდა შემართება. სტრატეგიით გავერთეთ და დავისაჯეთ, - ასე იმართლა თავი ლიოვმა.
მან ფაქტობრივად აღიარა, რომ გუნდში ავტორიტეტი არაა. ანტონიო რიუდიგერი ნაკრებში ჩილიმით გამოცხადდა, "ლეგიონერები"
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ მესუთ იოზილის პრობლემა შესასწავლი იყო, რომელმაც თავს დატეხილი კრიტიკის შემდეგ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. ეს ნიშანი იყო ლიოვისთვის, დაკავშირებოდა ფეხბურთელს. დაურეკა კიდეც, მაგრამ მან პასუხი არ გასცა... ლიოვი უარყოფს გუნდში რასიზმის არსებობას. პრობლემასთან ბრძოლის ნაცვლად, უბრალოდ, უარყოფს. თუმცა იოზილს ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი არა აქვს და საერთოდ, საკითხავია - აქვს კი თამაშის სურვილი და შეუძლია თუ არა მაღალ დონეზე ასპარეზობა? იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ფეხბურთი მოყირჭდა.
ყველაფერში განტევების ვაცად მთავარი სკაუტი ურს ზიგენტალერი და ლიოვის ასისტენტი ტომას შნაიდერი გამოიყვანეს. ზიგენტალერი არ მოხსნეს, რაღაც "უფრო საპატიო თანამდებობაზე" გადაიყვანეს - კონსულტანტი გახადეს, მის ადგილას კი შნაიდერი დანიშნეს.
ალბათ, დამნაშავე სემი ჰედირაა, რომელსაც მუნდიალისას ემრე ჩანი აკრიტიკებდა და რომელიც არ იხმეს საფრანგეთსა და პერუსთან უახლოეს მატჩებში მონაწილეობის მისაღებად. ჩანი აგრეთვე იოზილსაც აკრიტიკებდა და მუნდიალზე განცდილ ფიასკოში შესაძლოა, ერდოღანიცაა დამნაშავე...
გერმანული პრესა ლიოვისა და ბირჰოფის ახსნა-განმარტებას ზედაპირულად მიიჩნევს. მათდამი დამოკიდებულება სკეპტიკურია: ბევრი ლაპარაკი - ნაკლები კონკრეტიკა.
"კიკერის" რედაქტორი ოლივერ ჰარტმანი ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ შეძლებს ლიოვი გუნდის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას. მკაცრი კონტროლისა და დისციპლინის დამყარება მოსალოდნელი არაა. იოახიმი, სავარაუდოდ, არ შეცვლის თავის მუშაობის სტილს, რომელიც ნდობასა და კომუნიკაციას ემყარება.
ერთი სიტყვით, მსოფლიოს ჩემპიონატზე შერცხვენილი გერმანიის ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და არავინ იცის, როგორ მოხერხდება ამ დიდებული გუნდის აღორძინება.
მოხერხდება კი?
იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს