ფიფა სუპერლიგის ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აუკრძალავს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ სუპერლიგის ფეხბურთელების მიმართ მკაცრი ზომები იქნება გატარებული.

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის 11 სუპერკლუბი საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს, უნდათ გავიდნენ უეფადან და მიწვეულ 5 კლუბთან ერთად სუპერლიგა შექმნან.

მათი გეგმით, ამ ტურნირმა 2021 წელს უნდა აიღოს სტარტი.

ინფანტინომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ასეთი ლიგა მართლა შეიქმნა, მასში მონაწილე ფეხბურთელებს მუნდიალზე ასპარეზობის ნებას არ დართავენ.

"შენ ან ჩვენთან ხარ, ან არა (მსოფლიოსა და ევროპის პირველობები, აგრეთვე ეროვნული ჩემპიონატები), - ხაზი გაუსვა ინფანტინომ.

altსუპერკლუბებმა ჩემპიონთა ლიგას

სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს - 2021 წლიდან სუპერლიგა გაიმართება

altტებასი: ევროპის სუპერლიგა - დილის 5 საათზე ბარში მოგონილი პროექტია

altკლოპი - სუპერლიგაზე: მიმზიდველია, რადგან ნაკლები თამაშებია და მეტი ფულია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული