ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ სუპერლიგის ფეხბურთელების მიმართ მკაცრი ზომები იქნება გატარებული.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის 11 სუპერკლუბი საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს, უნდათ გავიდნენ უეფადან და მიწვეულ 5 კლუბთან ერთად სუპერლიგა შექმნან.
მათი გეგმით, ამ ტურნირმა 2021 წელს უნდა აიღოს სტარტი.
ინფანტინომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ასეთი ლიგა მართლა შეიქმნა, მასში მონაწილე ფეხბურთელებს მუნდიალზე ასპარეზობის ნებას არ დართავენ.
"შენ ან ჩვენთან ხარ, ან არა (მსოფლიოსა და ევროპის პირველობები, აგრეთვე ეროვნული ჩემპიონატები), - ხაზი გაუსვა ინფანტინომ.