ფიფა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შემცვლელს ეძებს

AutoSharing Option
შესაძლოა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში აღარ ჩატარდეს.

როგორც TNTSports-ი იტყობინება, კორუფციული სკანდალის გამო ფიფამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი სხვა ქვეყანაში ჩაატაროს.

ყატარში მსოფლიო თასის ჩატარება 2010 წლის 2 დეკემბერს გადაწყდა. მაშინ ციურიხში შეკრებილმა დელეგაციებმა მხარი სწორედ აზიურ ქვეყანას დაუჭირეს. თუმცა რამდენიმე დღის წინ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც უკანონო გარიგებებში სწორედ ყატარულ მხარესთან იყო ჩართული.

ზემოთაღნიშნული გამოცემა ამბობს, რომ ფიფა საიდუმლო შეხვედრებს აწყობს იმ ქვეყნების მოსაძიებლად, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 2022
წლის მუნდიალის მასპინძლობის სურვილს აშშ, სამხრეთი კორეა, იაპონია და ავსტრალია გამოთქვამდნენ.

altმიშელ პლატინი "ყატარის საქმეზე" დააკავეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსეთს იგივე ვერ გაუბედეს,ხომ? :D
ლადო
07:40 21-06-2019
0
ჩაატარონ ევროპაში. მოედნებიც არის და არც ინფრასტრუქტურას დაჭირდება განსაკუთრებული განახლება. ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია-ბელგია, იტალია. რამდენი ვარიანტია. (საფრანგეთი და გერმანია ნაკლებად, არც ისე დიდი ხნის წინ უმასპინძლეს)
ინგლისი
22:45 20-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული