საქმე გახსნილია - რამდენი გადაიხადა რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების თავიანთ ქვეყნებში ჩასატარებლად რუსეთმა და ყატარმა ფიფას აღმასკომის წევრებს ქრთამი გადასცეს და საქმის მხოლოდ ზოგიერთი დეტალი გაახმაურა.

ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინიდადი და ტობაგოდან ჯეკ უორნერი მოისყიდეს. ასევე ქრთამი შესთავაზეს გვატემალელ რაფაელ სალგეროს.

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში გამართვის უფლების მისაცემად ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გარდაიცვალა და კიდევ ერთმა თანამონაწილემ, რომლის ვინაობასაც რატომღაც
არ ამხელენ.

უორნერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო. სალგეროს 1 მილიონი შესთავაზეს. ანგარიშში არ არის მითითებული, აიღო თუ არა მან ეს თანხა.

უორნერს 5 მილიონი 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით 20 ტრანშად გადაურიცხეს. გადარიცხვები მოხდა ოფშორული კომპანიებიდან, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე.

მოხსენებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 2010 წლის ნოემბერში უორნერის ასისტენტმა ელექტრონული ფოსტით თანამზრახველისგან წერილი მიიღო, რომლის ვინაობაც ასევე არ სახელდება, რომელშიც უორნერს იმის გაკეთებას ურჩევდნენ, რაზეც მოილაპარაკეს.

2015 წელს უორნერს ფეხბურთის სფეროში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს.

Sportall.Ge

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2011 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის საუბრის დეტალი გაამხილა, სადაც პუტინმა მედვედევს უთხრა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მოისყიდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
იყიდა თუ არ იყიდა მაგარი ჩემპიონატი ჩაატარა!
მიხო
07 აპრილი 2020 11:45
30
რათქმაუნდა თავად ფაქტი ამაზრზენია, ამხელა საფეხბურთო ფორუმი ჯონჯოლი ვით რომ იყიდება მაგრამ, სიმართლე ვთქვათ, რუსეთმა ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩაატარა. სხვა ამბავია როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ აგრესორი ქვეყანას აძლევ საშულებას, შეიძინოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება. ისე ფიფას ვიცე პრეზიდენტი რატომ უნდა იყოს ტრინიდადი და ტობაგოდან ამის დედა ვატირე
ანესთეზეოლოგი
07 აპრილი 2020 11:31
22
ასე იყო თუ ისე მაინც ჩატარდა ეგ ჩემპიონატი და რუსების ბენეფისადაც იქცა.
სასიამოვნო მარტო ის იყო ალბათ რომ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ გელა ნუგზარაშვილი დაასახელეს
ჰმ!
07 აპრილი 2020 11:05
18
მერე რა,ფეხები არ მოსჭამონ.
სტატუს ქუო
07 აპრილი 2020 10:31
16
რუსეთი ვერ იყიდიდა თუ ვიღაცა არ გაყიდიდა! ეს ვიღაცეები კი ქებული დემოირატიის შუქურების სასიქადულო წარმომარგენლები არინ. ფული მარტავს სამყაროს და არა ზნეობა. ფულმა რუსი-მუსი არ იცის. ქრთამე იღებს ყველა ვისაც შანსი აქვს, და არ დამიწყოთ მაღალ მატერიებზე ლექციების კითხვა.
G.A.L.
07 აპრილი 2020 10:22
9
აქ რუსების სიბილწეზე კი არაა საქმე. უბრალოდ არ იყვნენ მზად და დაუმსახურებლად მიიღეს მასპინძლობის უფლება
სულ2
07 აპრილი 2020 11:25
16
Ra unda gavigono rusetze iseti rom gamikvirdes. Es xalxi arcnobs aranair simartles samyaroshi, utifrobis da unamusobis mcvervalebs ipyroben da amdros chven qveyanashi aris xalxis jgufi romelic gvimtkixebs rom ruseti chven moqalaqeebze iZRUNEBS. GMERTMA XELI MOGIMARTOT
Milani
07 აპრილი 2020 09:46
8
არც ისე ცუდადაა საქმე როგორც სჩანს, მასეთი ადამიანები დიდ უმცირესობაში არიან, აქაური რუსული ბოტები შეცდომაში ნუ შეგიყვანს! :)
Irakli
07 აპრილი 2020 12:56
9
მერე? რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს აუქმებენ და პუტინს იჭერენ?
www
07 აპრილი 2020 09:37
5
ახლა მიიცალეთ რა "ეხიმანდროთ" რუსეთს?! იყიდა არ იყიდა, იწილო-ბიწილო?! რამდენი ხანია ეს ჩემპიონატი გაიმართა და დამთავრდა.... თავს მიხედეთ, საქმეს მიხედეთ!
aburjga
07 აპრილი 2020 08:26
28
როგორ აგეწვება ხოლმე ერთი ადგილი რუსოფილო?!
aburjga-ს
07 აპრილი 2020 14:41
13
ვერ დაგეთანხმები. არსებობს დანაშაულის სახეები, ხანდაზმულობა რომ არ ეხება. ამის გამოძიება იმიტომაა საჭირო, მომავალში ხელი არ წაუცდეს ვინმეს. მაგრამ რა გინდა ქნა, ერთ–ერთი ცოცხალი დამნაშავის სახელი არ ჟღერდება, ალბათ დიდი ბობოლებიც რომ არ ჩაიყოლოს.
!!!
07 აპრილი 2020 11:05
5
ახალი ამბავი ეს ყველამ იცის რომ რუსთმა იყიდია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა როგრც კატარმა
macbook pro
07 აპრილი 2020 05:21
7
გეთანხმები ძმაო, რუს-მონღოლები რაც არიან ჩვენ რომ ვიცით ისე არავინ არ იცის, მაგრამ ეს ვითომ დემოკრატიის შუქურები, მაგათი ზოგიერთი პრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე ვალოდას წინ რომ ტაკი-მასხარაობდა კარგად გვახსოვს, ვითომ ეხლა გაიგეს ის რაც მსოფლიოს ნებისმიერმა რიგითმა მოქალაქემ იცოდა, რომ რუსებმა მსოფლიოს მასპინძლობა იყიდეს
llcl
07 აპრილი 2020 09:28
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული