აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების თავიანთ ქვეყნებში ჩასატარებლად რუსეთმა და ყატარმა ფიფას აღმასკომის წევრებს ქრთამი გადასცეს და საქმის მხოლოდ ზოგიერთი დეტალი გაახმაურა.
ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინიდადი და ტობაგოდან ჯეკ უორნერი მოისყიდეს. ასევე ქრთამი შესთავაზეს გვატემალელ რაფაელ სალგეროს.
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში გამართვის უფლების მისაცემად ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გარდაიცვალა და კიდევ ერთმა თანამონაწილემ, რომლის ვინაობასაც რატომღაც
არ ამხელენ.
უორნერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო. სალგეროს 1 მილიონი შესთავაზეს. ანგარიშში არ არის მითითებული, აიღო თუ არა მან ეს თანხა.
უორნერს 5 მილიონი 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით 20 ტრანშად გადაურიცხეს. გადარიცხვები მოხდა ოფშორული კომპანიებიდან, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე.
მოხსენებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 2010 წლის ნოემბერში უორნერის ასისტენტმა ელექტრონული ფოსტით თანამზრახველისგან წერილი მიიღო, რომლის ვინაობაც ასევე არ სახელდება, რომელშიც უორნერს იმის გაკეთებას ურჩევდნენ, რაზეც მოილაპარაკეს.
2015 წელს უორნერს ფეხბურთის სფეროში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს.

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2011 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის საუბრის დეტალი გაამხილა, სადაც პუტინმა მედვედევს უთხრა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მოისყიდა.