საქმე გახსნილია - რამდენი გადაიხადა რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების თავიანთ ქვეყნებში ჩასატარებლად რუსეთმა და ყატარმა ფიფას აღმასკომის წევრებს ქრთამი გადასცეს და საქმის მხოლოდ ზოგიერთი დეტალი გაახმაურა.

ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინიდადი და ტობაგოდან ჯეკ უორნერი მოისყიდეს. ასევე ქრთამი შესთავაზეს გვატემალელ რაფაელ სალგეროს.

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში გამართვის უფლების მისაცემად ქრთამი აიღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გარდაიცვალა და კიდევ ერთმა თანამონაწილემ, რომლის ვინაობასაც რატომღაც
არ ამხელენ.

უორნერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო. სალგეროს 1 მილიონი შესთავაზეს. ანგარიშში არ არის მითითებული, აიღო თუ არა მან ეს თანხა.

უორნერს 5 მილიონი 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით 20 ტრანშად გადაურიცხეს. გადარიცხვები მოხდა ოფშორული კომპანიებიდან, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე.

მოხსენებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 2010 წლის ნოემბერში უორნერის ასისტენტმა ელექტრონული ფოსტით თანამზრახველისგან წერილი მიიღო, რომლის ვინაობაც ასევე არ სახელდება, რომელშიც უორნერს იმის გაკეთებას ურჩევდნენ, რაზეც მოილაპარაკეს.

2015 წელს უორნერს ფეხბურთის სფეროში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს.

Sportall.Ge

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2011 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის საუბრის დეტალი გაამხილა, სადაც პუტინმა მედვედევს უთხრა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მოისყიდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
კორონამ ყველა კორუმპირებულს დაანახა,რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ. ეხლა ბუნკერების ყიდვაზე რომ არიან გადასული და რომ ჰგონიათ ამით უსაფრთხოდ იქნებიან
დავით67
07 აპრილი 2020 16:37
4
რუსეთი ცნობილია ასეთ საკითხებში.გაყალბებები,კორუფცია,დოპინგი...მაგათ სპორტი საერთოდ არა აქვთ.რაც შეეხება მტერს,საკუთარ ქვეყანაში იმდენი მოღალატე და ჩამოსხმა ხალხი გვყავს,რომ რუსეთზე მეტად ეგენი არიან დამნაშავე ყველა უბედურებაში.ჩვენ,რომ ერთად ვმდგარიყავით და ჩამოსხმა ერი არ ვყოფილიყავით ღრუსეთი ვერაფერს დაგვაკლებდა,მაგრამ აქედან რომ ერთი ადგილი არ გაყონ ეშმაკისეულ ამერიკაში ხალხმა ისე როგორ შეიძლება.არცერთის მხარეს არ ვარ რუსეთიც და ამერიკაც ერთი ნეხ.ია და ორივე ქვეყანაში გარყვნილების და სიბინძურის მეტი არაფერია.არ დაბლოკოთ...
კარგით რა
07 აპრილი 2020 15:53
22
შაჰ-აბასს არ გაუკეთებია ის საქართველოსთვის, რაც რუსეთმა ჩვენს დროში გაგვიკეთა. მარტო აფხაზეთიდან 300 ათასი დევნილია, უძვირფასესი კუთხე წაგვართვა და გაავერანა, თბილისთან 35 კილომეტრშია მოსული და მაკვირვებს ჩვენში კიდევ რამდენი "რუსეთუმეა". მინდა გკითხოთ - არ გრცხვენიათ ხალხო? რა კომენტარებს დებთ? თუმცა, ამ ბოტების უმეტესობა პეტერბურგში იწერება, სადაც სპეცილური სამსახურია აქვთ, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მსგავს რამეებზე მუშაობს.
ფრიდონი
07 აპრილი 2020 14:39
19
თუ დაფიქრებულხართ ფუტბოლის ავტორ ბრიტანელებზე ვინც 2018-ში დაკარგა მასპინძლობის უფლება, რამე მოიმოქმედა რეალური? არა. ბრიტანელებმა მეოთხედ დაუშვეს შეცდომა:1-როდესაც ფიფას მაგვარი ორგანიზაცია თვითონ არ შექმნეს.2-სხვის შექმნილ ფიფაში თავიდანვე არ გაწევრიანდნენ. 3-დაგვიანებით მაინც გაწევრიანდნენ ფიფაში. 4-არ გამოვიდნენ ფიფადან, როდესაც მსოფლიოს მასპინძლობა "კუიბიშევმა ლივერპულს" მოუგო. სწორედ ამიტომ არ ყავს ფიფას კონკურენტი და მიტომაა გახრწნილი მაფიოზური ორგანიზაცია. ასე იქნება მანამ სანამ ბრიტანელები ამ თამაშს არ დაიბრუნებენ და უვარგისი ფიფას წესებს და რეგულაციებს უფრო სანახაობრივი და სამართლიანი წესებით არ შეცვლიან.
ვეტერანი
07 აპრილი 2020 13:56
14
მერკელიდან დაწყებული მაკრონით დამთავრებული ჯიბეში ყავთ ყველა და ფეხბურთიო.დდ გლობალისტები ლიბერალისტები დემოკრატები გარყვნილები ყველა ერთი ქვაბიდან იკვებებიან.72 მილიონის სანაცვლოდ ევროსაბჭომ თავის გადაფურთხებული ალოკა რუსებს დანებდა ანუ დაგაიგნორა ფულის სანაცვლოდ და მსოფლიოს პირველობა იყიდაო ეგ გიკვირთ.და ერთი მაგდენი კიდე პერსონალურად დარიგდებოდა.
zaza
07 აპრილი 2020 13:51
9
"ზაპადი", დიახ "ზაპადია" ყველაზე დიდიდ ბოზი!
ესე იგი ვინა ყოფილა პროსტიტუტკა?
10 აპრილი 2020 18:19
0
საინტერესოა თვითონ რამდენი გადაიხადეს ამერიკელებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაზე?
სტალინი
07 აპრილი 2020 12:57
33
დემოკრატიის "შუქურები" უფრო მეტად დახარბებული არიან მწვანე დოლარებს ამას ისტორიაც ამტკიცებს მაგალითად შტატ ვირჯინიასა და ტეხასში უფრო მეტი სულ გაყიდული სენატორი "მწვანეზე" ზის თბილ სავარძლებში და მოძღვრავს დემოკრატიის სახელით მის შტატის უბრალო მოსახლეობას , ვიდრე ერთად აღებული დანარჩენი არადემოკრატიული ქვეყნების ისტებლიშმენტი, რომ არ დავუმატოთ დივიდენდების მიღების ამაგად ამერიკის ქრისტიანული მღვდლების უმრავლესობა აღმ: შტატებში მის მრევლში ამა თუ იმ კანდიდატის აგიტაციას პირდაპირ სავაჭრო დახლის ვაჭარივით რომ აჩაღებს რომელიმე დიდ მოხელესთან. ასეა ოდითგანვე ძველ რომშიც ხმები იყიდებოდა ყოველთვის. და "გამოსული" ოჯახის მამები თავის გარდატეხის ასაკს მიღწეული ასულების უმანკო სხეულს სარფიანად აბანდებდა "ფულიან" ამძუებულ მამრებზე. და რა გიკვირთ სამყარო სუნთქავს მაშასადამე დანაშაულიც ხდება, ხოლო ფული კოდექს მორალს და ეთიკას არ ცნობს მას გადატენილ ირაღზეც კი ათჯერ დიდი ძალა აქ.
Werstey
07 აპრილი 2020 12:25
29
ზიზ: შენნაირი მართლა ვერ მიხვდება უცოდინარებზე მოქმედებს "დემოკრატიული" ფასადური ვითომ თავისუფალი მჭექარე სიტყვები , აბა ამერიკაში ერთი ცენტი დააკელი ყოველთვიურ გადასახდს დედაბუდიანად აგაორთქლებს მთავრობა. ორივე ერთი ნეხვია ორივეს თავისი უკიდურესობა აქვს მე ხალხზე ვგულისხმობ რომელიც ლიბერალს კონსერვატორსა თუ დიქტატორს სულ ცალ ფეხზე მათზე შენნაირებზე ახდენენ ზეგავლენას ამერიკაში ორ პროცენტს აქვს იმდენი კაპიტალი რაც დანარჩენ ამერიკის მოსახლეობას იგივეა ჩვენთანაც და თუ ვინმეს მოწონს ესეთი დემოკრატია ღმერთმა მოახმაროს, სოციალური დისბალანსი ისეთივე შეუსაბამოდაა დამკვიდრებული დღევანდელ სამყაროში როგორც უდაბნო და მყინვარწვერი.უბრალო ამერიკელის ყოველთვიური სტატისტიკური შემოსავალი 3 000 დოლარის ფარგლებშია ისიც რუტინული გარჯის შედეგად, როცა "დემოკრატიის პიკის" რიგითი ჩინოვნიკის შავთეთრი სამუშაოდან მიღებული გასამრჯელო თვეში დაახლოებით 100 000 $ უტოლდება.
Werstey
07 აპრილი 2020 14:26
18
Werstey-ძალიან სამარცხვინო კომენტარია! ალბათ ვერ ხვდებით რა განსხვავებაა თავისუფალ და ტოტალიტარულ საზოგადოებას შორის
ზიზ
07 აპრილი 2020 13:18
19
რუსები მაგას არ იკადრებდნენ
ქართველი
07 აპრილი 2020 12:25
13
პასუხი გამყიდველს უნდა მოეითხოს. როცა საქონელი ბაზარზე გასაყიდად გამოქავს, დიდი ალბათობით, ის გაიყიდება. მყიდველი აქ არაფერ შუაშია. სპორტის დიდი ნაწილი კორუფციაში, ხოლო ფეხბურთი ყელამდეა ჩაფლული. სხვაგვარად, ფეხბურთელებს ამხელა ხელფასს არავინ გადაუხდის.
დავით
07 აპრილი 2020 12:10
10
რაც დაგიწერე წინა კომენტარში რატო ბლოკავ? ე ეწერა ისეთი რომ არ გამოაქვეყნე?
თორნიკე
07 აპრილი 2020 11:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული