მატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ საფრანგეთთან 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან კონფლიქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

"არ მეგონა, თუ ზიდანი თავს დამარტყამდა. გამიმართლა, რომ არ მოველოდი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მზად ვიქნებოდი და ორივეს გაგვაძევებდნენ.

საჯარიმოში ერთმანეთს რამდენჯერმე შევეჯახეთ. ზინედინმა პირველ ტაიმში გოლი გაიტანა და მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ მისი მეურვეობა დამავალა.

პირველი შეხლა-შემოხლის შემდეგ ბოდიში მოვუხადე, მაგრამ მან ცუდი რეაგირება მოახდინა.

მესამე შეჯახების შემდეგ გავბრაზდი, მან კი მითხრა, რომ თავის მაისურას მომცემდა. მე ვუპასუხე, რომ მაისურას მისი და მერჩივნა", -
თქვა მატერაციმ "იუთუბის" პირდაპირ ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგიტომ არის ყველა ნაბო*არად გიცნობს
Dima
23:05 03-05-2020
5
Შენ რითი გიცნობენ პიტალ?)))
Vaxo
00:43 04-05-2020
1

სიახლეები პოპულარული