ამიტომ არ ვათამაშე მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე სასტარტოში - არგენტინელთა ექსმწვრთნელმა მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა ახსნა, თუ რატომ არ აყენებდა თავდამსხმელ ლეო მესის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში.

"მაშინ ლეო "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო. ამიტომ მოვუწოდე, მომთმენი ყოფილიყო როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.

მე მას ვუთხარი: "ნაკრებში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, გუნდი უკვე შეთამაშებულია, ჩვენ ტურნირისთვის სერიოზულად მოვემზადეთ. გასაოცრად თამაშობ, ძალიან გვიხარია, რომ შენს წვლილს შეიტან, თუმცა, შეხედე, სათადარიგოთა სკამზე როგორი ფეხბურთელები არიან. როდესაც შანსს მოგცემ, ჭკვიანურად უნდა გამოიყენო". მან ყველაფერი გაიგო", - ციტირებს პეკერმანს კატალონიური "სპორტი".

ტურნირზე
არგენტინა 1/4-ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში გერმანიასთან დამარცხდა. პეკერმანმა მესი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ დააყენა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
2006 წლის მსოფლიოს მესი დასვენებული შეხვდა, ისეთი გამომფიტავი სეზონები არ ჰქონია, როგორიც ახლა აქვს. პეკერმანს რო სასტარტოში დაეყენებინა, შეიძლებოდა ჩემპიონობაზეც გაქაჩულიყო არგენტინა, მესი-რიკელმე ძალიან დიდი ძალა იქნებოდა. გერმანიასთან რიკელმეს გაყვანით და მესის არ შემოყვანით დაღუპა გუნდი, თითქოს სპეციალურად გააკეთა ისეთი რაღაც რაც გუნდს მოშლიდა.
გიორგი
21:37 26-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული