საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
Ოღონდ ეს ჯგუფი არა.. და სხვა ჯგუფში რომ მოხვედრილიყვნენ ხომ გადაახევდნენ ბურთს ყველას :)))
ლაშა
08 დეკემბერი 2020 10:38
1
იმ ხალხს! რომლებიც ფიქრობთ რომ ყველაზე სუსტია საქართველო ლაიქებით შეაფასეთ. ეხლა დავიწყოთ ერთი კარგი ტრენერი გვინდა და პრეტენზია გაგვიჩნდევა მეორე ადგილისთვის აბა გადახედეთ ჯგუფს და ნახეთ რითაა ჩვენს გუნდზე უკეთესი გუნდები გარდა ესპანეთისა მაგრამ ხომ ვნახეთ რომ შეიძლება ესპანეთანაც თამაში ასე რომ ნუ ჩამოუშვებთ ცხვირებს.
Gio
08 დეკემბერი 2020 10:36
11
შესანიშნავი ჯგუფია ჩვენი ფეხბურთის და ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისათვის.იმედია, 2024 წელს საქართველოს ნაკრებს ევოპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ!!!
tngh
08 დეკემბერი 2020 10:14
4
წავიკითხე კომენტარები და ყველა ისე რომ უდგებოდეს საქმეს, როგორც ამას სხვებისგან ითხოვენ, განვითარების დონით იაპონიას მივუახლოვდებით )) სასწაული ხალხი ვართ რა
რომელუ
08 დეკემბერი 2020 09:58
7
ვა ხა ხა ხა ხა და რომელია მარტივი, ჩვენი ,,ფეხბურთელები'' კი არა და ფეხბურთელების ბურთის მომტანები უფროსწორი შეფასებაა თავისი ფეხბურთის ფედერაციითურთ, დასახელებული ნაკრებებიდან რომელს ერთს მოუგებენ? ვერცერთს! ვინაიდან არც გული აქვთ, არც სული და არც თავმოყვარეობა! (კანკავა, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია მარტოს ვერაფერს გახდებიან).
ურთულესი ჯგუფიაო :))))))))))
08 დეკემბერი 2020 09:42
7
დიდი ხანია უკვე ამათი არ მჯერა. არასწორი სულია მანდ. სანამ ამას ვგრძნობ წინსვლა არ იქნენა. მთლიანობაში ქართულ ფეხბურთს ვგულისხმობ.
ლევანი
08 დეკემბერი 2020 09:20
1
საქართველოსთვის ყველა ჯგუფი რთულია!
ლევანი
08 დეკემბერი 2020 09:18
0
აბა,რა.ჩვენთვის გუნდები იყოფიან მარტო 2 კატეგორიად ძლიერები და უხერხულები....
gurulo
08 დეკემბერი 2020 08:46
0
მოდით სიმართლეს გაუსწოროთ თვალი ეს ეტაპი არის და კიდევ დიდი ხანი იქნება ჩვენთვის მსოფლიოც და ევროპის ჩემპიონატი. რაც კარგი გუნდები ჩამოვლენ მით უკეთესი ჩვენთვის. იმედია სტადიონზე ხალხს დაუშვებენ და მოვრჩეთ არარეალურ ოცნებებს
ირაკლი
08 დეკემბერი 2020 08:19
1
ასეთი ფეხბურთელებით და ფეხბურთისადმი ასეთი დამოკიდულებით ჩვენთვის ნებისმიერი ჯგუფი ძალზე რთულია
temo
08 დეკემბერი 2020 07:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული