საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
კარგია,ესპანეთის თამაშზე მაინც წავალ თუ მაყურებელი დაუშვეს,გასვლით კი რომელ ჯგუფშიც არ უნდა მოვხვედრილიყავით შანსი მაინც 0 გვექნებოდა.ისე,ჩვენთვის სიკვდილის ჯგუფში მოხვედრა კარგია, გამოჩდება სად ვართ და მართლა წინ მიდივართ თუ არა,როგორც ამას ფეხბურთის მესვეურები და საერთოდ ხელისუფლება გვაბოლებს.
me
07 დეკემბერი 2020 23:36
5
მთავარია ბიჭები იყვნენ ჯანმრთელად და შეიძლება ჯგუფიდან გასვლა. თუ გელა, გოდერძი და გაიოზა იქნებიან ფორმაში, ყველას გადავუვლით, დაჟე სან-მარინოსავ.
ვაისა
07 დეკემბერი 2020 23:24
14
იოლ ჯგუფში, რომ ვიყავით გავედით? ჯერ სამშობლოს სიყვარული ისწავლეთ (თუ ისწავლება)
ზეზვა
07 დეკემბერი 2020 23:19
4
და კოსოვოში როგორ ჩავალთ
ზაზა
07 დეკემბერი 2020 23:05
2
ბერძნები ბრუნდებიან არგოთი და იქნებ დაგვიმგზავრონ?! მერე იქედან ახლოსაა!
aburjga
07 დეკემბერი 2020 23:30
5
სამწუხაროდ,ამ გადმოსახედიდან ისე სჩანს,რომ ერთ კინკილა ქულაზე მეტს ვერ ავიღებთ,რაც რა თქმა უნდა უდრის ბოლო ადგილს ჯგუფში!მაქსიმუმ ორი საშინაო ქულა ავიღოთ(ისიც ჯახირით,აბა იმას რასაც ესენი თამაშობენ,ფეხბურთი არ ჰქვია!!!)კოსოვოსთან და საბერძნეთთან.ესპანეთი-შვედეთთან შანსი ნული!ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ,რომ არავითარი სასიკეთო ახლო პერსპექტივაში არ მოსჩანს(რა თქმა უნდა ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას გარდა)!
!!!
07 დეკემბერი 2020 23:05
18
ეს ჯგუფი, "ურთულესი" ნამდვილად არ არის... ბიჭები თუ იქნებიან ჯანმრთელად და ფორმაში, მაშინ მეორე ადგილისთვის ბრძოლა ჩვეულებრივად შეიძლება
ირაკლი
07 დეკემბერი 2020 23:02
22
შედარებით მარტივი გზა იქნებოდა სომხეთისთვის რომ მოგვეგო, ეგ კი რეალურად რომ ვთქვათ შეუსრულებელი მისიაა, მაგარი მწვრთნელი გვინდა, ჩემი ფავორიტები არიან ესპანელი რობერტო მორენო, იტალიელები დონადონი და ჩეზარე პრანდელი, ფრანგები პატრიკ ვიეირა და ლორან ბლანი, ან გერმანელებიდან ვინმე ავტორიტეტები ამოარჩიეთ, თუ კარგი შედეგი გინდათ ბევრი უნდა გადაიხადოთ რადგან ჩვენი უვარგისი ფეხბურთელებისგან მოაზროვნე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადება ადვილი არ არის
giorgi dashniani
07 დეკემბერი 2020 23:01
9
ვიღაცს, რომ გავამწარებთ და ჯგუფში ჩავტოვებთ ეს ნაღდია.დდდ
hhh
07 დეკემბერი 2020 22:54
7
ხალხო მართლა გულწრფელად მაინტერესებს კოსოვოს როგორც ქვეყანას არ ვცნობთ და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ და ფეხბურთს რატომ ვეთამაშებით ?? ქვეყანას არ ვაღიარებთ და მათ ნაკრებს ვაღიარებთ თუ როგორ არის ეს ამბავი ?? მართლა ნამდვილად მაინტერებეს . პოლიტიკისგან შორს ვარ
Gigusha
07 დეკემბერი 2020 22:51
3
პოლიტიკისაგან კი არა აზროვნებისგან.
გიზოგ
08 დეკემბერი 2020 10:07
4
მთელი დღე ამას ვამბობ,გაგვიჩალიჩა რუსეთმა ,სპეციალურად ჩაგვისვეს,გამბიტია რა!
დევკალიონი
08 დეკემბერი 2020 02:43
2
კარგია 8 თამაში 8 თვეში თქვენ თუ 6 ქულა აიღეთ თქვენი ხმალი და ჩემი კისერი.
vova
07 დეკემბერი 2020 22:38
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული