საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
"საქართველო ურთულეს ჯგუფში მოხვდა", აუფ, უიოლეს ჯგუფში რომ მოხვედრილიყო, მაშინ ხო გავიდოდა რა...
დათო
07 დეკემბერი 2020 22:37
4
ცხადაძე!
გია
07 დეკემბერი 2020 22:35
17
ყატარში 2022 ის იანვარშია ხო ფორუმი?
goga
07 დეკემბერი 2020 22:34
1
თუ არ ვცდები 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
ზაალ
08 დეკემბერი 2020 02:09
0
და ჩვენთვის ადვილი რომელია.ალბათ დ დივიზიონი ხო.მწვრთნელი გვინდა კარგი და გახევენ ჩვენი მესები ამგენს ყველას.დდ ვაი მის ცოდვას ვინც ჩვენ ნაკრებს ჩაიბარებს უკვე მეცოდება.
Zaza
07 დეკემბერი 2020 22:32
6
უეჭველი ბიძინამ გაგვიჩალიჩა
Kote
07 დეკემბერი 2020 22:32
11
ძან კარგი მიდით ეხლა და მოუგეთ კოსოვოს ორივე და ესტონეთსაც დანარჩენებთან თუ ქულას აიღებთ მაგრები იქნებით ეს ნიშნავს რო ჯგუფს 13 ქულით დაამთავრებთ და არავინ თქვენზე არაფერს იტყვის
ილო
07 დეკემბერი 2020 22:31
11
ესტონეთი სადაა?
tas
07 დეკემბერი 2020 22:56
2
ეხლა კი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი
სააკაძე
07 დეკემბერი 2020 22:31
8
არის მსოფლიოზე ან ევროპაზე მოხვედრის ნაღდი და უფრო იოლი შანსი, ვიდრე შესარჩევიდან გასვლაა, შევაგროვოთ ფული და ჩავაწყოთ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება.
ჟორა გაბრიჭიძე
07 დეკემბერი 2020 22:29
4
მშვენიერი ჯგუფია,ურთულესი არა საშინელება.გაგეგებოდეთ მაინც რამე. თუ არ იცით კიდევ კომპეტენტურს მაინც კითხეთ,მაგალითად ექსპერტ ხვედელიანს.
სფფ
07 დეკემბერი 2020 22:22
2
მე გამოუსწორებელი ოპტიმისტივარ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების. ყველანაირი სტრესი მოხსნილი ექნებათ და ლაღად და მაგრად ითამაშებენ.. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ოოოოოოო!!!!!!!
ჯიმა
07 დეკემბერი 2020 22:20
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული