საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
rtuli jgupia chventvis imito ro espanelebi chvedebi da berznebi disciplinas akeneben pirvel adgilas, ar dadian dabadebis dgeebze, uazro gartobebze da barebchi siarulze uars amboben, pizikurad varjichoben, chvengan gansxvavebit, ai amitomaa rtuli jgupi
x
09 დეკემბერი 2020 15:52
0
ტრენერი ჩვენ არ გვყავს და 11 ფეხბურთელი, რას აპირებთ, ან რატომ ჩაგვწერეს ჯგუფში, ეს ევროპელები, აზრზე არ არიან ტოო?????
კ ო მ ბ ლ ე
08 დეკემბერი 2020 22:15
6
ადვილს გეტყვით-ფარერები(ტიტუუ!-არა ძმაო!)ლუქსემბურგი,ლიხტენშტაინი და...შოროპანი!აი აქ შეიძლება კი გავიდეთ!?
ლუკა
08 დეკემბერი 2020 21:58
4
შენ მადაც ვერ გახვალ, იმიტომ,რომ..........
გელა 8
09 დეკემბერი 2020 10:50
0
ურთულესი ჯგუფიო? რომელი არ არის რთული?
მერაბი
08 დეკემბერი 2020 21:39
1
რთული არაა: ქვემო მაჩხაანის, წითელწყაროს, ლილოს და ჭოპორტის გუნდების დაშვება თუ მოხერხდა და საქართველოს ნაკრებთან მოახვედრეს.............
gela 67
09 დეკემბერი 2020 10:55
1
ადვილი ჯგუფიდან ხომ გავიდოდით რა მსოფლიოზე,დიდისამბით რომ გამოგგვიცხადეს რთულ ჯგუფში მოვხვდითო,რა მნიშვნელობა აქვს რომელ ჯგუფში მოვხვდებით როცა სფფ-ს ხემძღვანელი შეთავსებით პარლამენტის დეპუტატია,ალბათ მალე კინოშიც მოცდის ძალებს ისეთი წარმატებულია ყველა სფეროში
Pele
08 დეკემბერი 2020 19:37
5
კობიაშვილი რომ ხვალვე გადადგეს, ავშენდებით?
გიო
08 დეკემბერი 2020 22:06
4
კაია ურთულეს ჯგუფში ყოფნა გამოცდილების მისაღებად ისინიც კმაყოფილები არიან ჩვენ რო დაგვინახეს და ჩვენებიც თავს ადვილად გაიმართლებენ
შოკირებული გულშემატკივარი
08 დეკემბერი 2020 18:55
0
რომელ ჯგუფშიც არ მოხვედრილიყო,ყველა ურთულესია ჩვენი ნაკრებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი 10 ჯგუფიდან რომელშიც გინდა აიღე და ჩასვი საქართველო,
ყველა ურთულესია.ასერომ თუ რამის მიღწევა და დადება უნდათ შედეგის,ამ ჯგუფშიც შეუძლიათ გაბრძოლება.ასე რომ ნუ დავარქმევთ ამ ჯგუფს ურთულესს.
bakuwurwu
08 დეკემბერი 2020 18:48
0
და მარტივი ჯგუფი რომელია , ეგ მაინც გვითხარით )))
ბესო
08 დეკემბერი 2020 18:45
0
ცუდი ჯგუფია ძალიან თან ეს კოსოვოსთან თამაში პოლიტიკურ ამბავშიც არ გვაწყობს
tazo
08 დეკემბერი 2020 18:17
2
ეგ რაღა შუაშია, მასე ესპანეთიც არ აღიარებს კოსოვოს, კატალონიის გამო, მარა მერე რა?
hhh
08 დეკემბერი 2020 19:44
1
Ჟურნალისტებმა დაგვაყარეს ისევე არაადეკვატური სათაურები.
Ვისთვის არის ურთულესი? Ჩვენთვის რომელია ადვილი? Ტკეპნეთ იგივე თემა. Ნაბიჯ ნაბიჯ გავარჩიოთ რომელ მეტოქეს რითი ჩამოვვარდებით, რა პატარა წინსვლა შეგვიძლია დავგეგმოთ თითოეულთან, თამაშის ხარისხზე ვილაპარაკოთ, ვისთან გვექნება გადაცემის სიზუსტის დახვექა, ვისთან სიჩქარის ცდა, ვისთან ტაქტიკური ილეთი და ა.შ. ადაიღეჭა ეს ურთულესები და ტრაგიკულები, ემოცია და ეიფორია ტრიბუნაზეა და ტელევიზორთან საჭირო, თამაშში და ჟურნალისტიკაში შმორია ეგ.
Ლუკა
08 დეკემბერი 2020 17:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული