ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.
ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი
B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო
C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა
D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი
E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი
F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა
G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი
H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა
I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო
J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი
მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
ზემოთ ჩამოთვლილი 10 ჯგუფიდან რომელშიც გინდა აიღე და ჩასვი საქართველო,
ყველა ურთულესია.ასერომ თუ რამის მიღწევა და დადება უნდათ შედეგის,ამ ჯგუფშიც შეუძლიათ გაბრძოლება.ასე რომ ნუ დავარქმევთ ამ ჯგუფს ურთულესს.
Ვისთვის არის ურთულესი? Ჩვენთვის რომელია ადვილი? Ტკეპნეთ იგივე თემა. Ნაბიჯ ნაბიჯ გავარჩიოთ რომელ მეტოქეს რითი ჩამოვვარდებით, რა პატარა წინსვლა შეგვიძლია დავგეგმოთ თითოეულთან, თამაშის ხარისხზე ვილაპარაკოთ, ვისთან გვექნება გადაცემის სიზუსტის დახვექა, ვისთან სიჩქარის ცდა, ვისთან ტაქტიკური ილეთი და ა.შ. ადაიღეჭა ეს ურთულესები და ტრაგიკულები, ემოცია და ეიფორია ტრიბუნაზეა და ტელევიზორთან საჭირო, თამაშში და ჟურნალისტიკაში შმორია ეგ.