იბრაჰიმოვიჩი: ქართველებს ზედმეტი პატივი ვეცით

AutoSharing Option
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ (1:0) კომენტარი შვედეთის ნაკრების 39 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააკეთა:

"მწვრთნელ იანე ანდერსონს დავპირდი, ტექსტი ვისწავლე და ვიმღერე კიდეც ჰიმნი. მარტივი თამაში არ იყო. მეტოქეს ზედმეტი პატივი ვეცით. უფრო მეტი ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, რასაც ხანდახან ვაკეთებდით, მეტი შანსი გვექნებოდა. მთავარია, მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ.

გუნდის ამ სისტემაში ახალწვეული ვარ. ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. თუ ამ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, შეტევაში უფრო სახიფათონი ვიქნებით. ორ დღეში სათანადოდ მომზადება
ძნელი იყო.

კლასონმა მითხრა, რომ უკნიდან იმოქმედებდა და საგოლე პასი გავუკეთე. ვიცოდი, სადაც იმყოფებოდა. ისაკი ტექნიკურია, იერიშებს მოედნის ცენტრიდან იწყებს", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს fotbollskanalen.se.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ულაპარაკოდ. დავალებული ვართ ნამეტანი.
აუჰ.(!)
07:02 26-03-2021
5
ხოდა ჩვენც ვეცადოთ, უფრო სწორად საქრთველოს ნაკრებმმა, "ზედმეტად პატივი ვცეთ" იბრას ნაკრებს. ზურა
გამარჯვება ბიჭებს!!!! ამ ტრიპაჩა თავში ავარდნილ ნარცისს," პატივი ვცეთ".
11:38 26-03-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული