ამის შესახებ ინფორმაციას "ფურია როხას" "ტვიტერი" ავრცელებს. სტუმართა გუნდი სასტუმროში დაბინავდა, დღეს "დინამო არენაზე" ვარჯიშს 20:30 საათზე დაიწყებს, იქამდე კი გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე პრესკონფერენციას ჩაატარებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ესპანეთი გრანადაში საბერძნეთს დაუზავდა - 1:1. საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი 28 მარტს 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისში გამომგზავრებამდე ესპანეთმა საბერძნეთს ვერ მოუგო [VIDEO]