კატალონიური "სპორტი" ესპანეთის ნაკრების თბილისში ჩამოფრენას იტყობინება, წერს, რომ საქართველო საკმაოდ ცივი ამინდით, +6 გრადუსით დახვდა და სტარტზე საბერძნეთთან ფეხის დაცდენის შემდეგ ვალდებულები არიან 3 ქულა აიღონ.
"ესპანეთს არ აქვს თავს უფლება მისცეს გრანადაში საბერძნეთთან სამწუხარო ფრის მერე კვლავ წაფორხილდეს. ბერძნების გუნდი სასწაულის მოსახდენად უკან ჩაიკეტა და მიზანს მიაღწია.
სავარაუდოდ მწვრთნელი ლუის ენრიკე როტაციას მიმართავს და შესაძლოა, "ბარსელონას" სამი ფეხბურთელი - პედრი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა სასტარტოში დააყენოს".