მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი შესანიშნავად დაიწყო თურქეთის ნაკრებმა, რომელმაც ჯერ სტამბულში 4:2 დაამარცხა ნიდერლანდები, დღეს კი მალაგაში ნორვეგიას 3:0 სძლია.
დუბლი ნახევარმცველმა ოზან ტუფანმა შეასრულა, ერთი გოლი კი მცველმა ჩაქლარ სეინჯიუმ გაიტანა.
ნორდთა ბომბარდირსა და 180 მილიონ ევროდ შეფასებულ ერლინ ჰოლანს თურქებმა გასაქანი არ მისცეს და მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა 83-ე წუთზე შეცვალა.
68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნორვეგიელთა ნახევარმცველი კრისტიან ტორსტვედტი, როდესაც ანგარიში უკვე 3:0 იყო და მსაჯმა მე-80 წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.