მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურში, B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, ესპანეთმა სევილიაში კოსოვოს 3:1 სძლია.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს - გოლები თბილისში გასულ ტურში თავგამოჩენილმა დანი ოლმომ და ფერან ტორესმა გაიტანეს. 70-ე წუთზე ბესარ ჰალიმიმ ანგარიში შეამცირა და კოსოვო თამაშში დაბრუნდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ჟერარ მორენომ მალევე დალაშქრა სამირ უიკანის კარი და "ფურია როხამ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ლუის ენრიკეს გუნდი 7 ქულით ლიდერია და 14 ივნისს შვედეთს უმასპინძლებს, რომელმაც ორივე სასტარტო მატჩში იმარჯვა.