ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ შეხვედრა მე-6 წუთზე 4 ფეხბურთელის დეპორტაციის მოთხოვნით ჩაშალა

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ბრაზილიასა და არგენტინას შორის უნდა გამართულიყო მატჩის დაწყებისთანავე, მე-6 წუთზე ჩაიშალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთამერიკული კლასიკო ბრაზილიის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა და პოლიციამ ჩაშალეს, ამის მიზეზი კი 4 არგენტინელი ფეხბურთლის, ემილიანო მარტინესის, კრისტიან რომეროს, ემი ბუენდიასა და ჯოვანი ლო სელსოს დეპორტაცია და პროტოკოლის დარღვევის გამო ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნა გახლდათ.

ფაქტი ერთია, თამაში ჩაიშალა, ბრაზილიის წარმომადგენლები FIFA-ს საქმიანობაში ჩაერივნენ, ყველაფერს თავისი წესი აქვს, დიდი ალბათობით, ამის გამო ისინი სასტიკად დაისჯებიან.

სხვა
დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
უნდა დაისაჯოს ის მხარე, ვინც ეს თამაში ჩაშალა. დასჯის ფორმატში შეიტანონ ამ მატჩის ჩატარება, არგენტონაში.
ფანი.
06 სექტემბერი 2021 17:05
1
ჩვენი ნაკრების გუშინდელი უსუსური თამაშის შემხედვარე ყველა ჩვენთაგანი უყურებდა ბრაზილია-არგენტინის შეწყვეტილი თამაშის კადრებს.
Nick
06 სექტემბერი 2021 11:13
0
ფიფას თხოვნით კოსოვო შემოვუშვით და საზღვარზე თუ უშვებდა 14 დღიან კარანტინ როგორ თხოვდა 2 დღეში თამაში რო აქ და 5 დღეში სხვა ქვეყანაში უნდა გარფინდეს ან სად იყვნენ თამაშამდე ბრაზილია რო იყო ჩილეში იქიდან ჩამოსულების არ ეშინოდათ თუ ჩილეში პანდემია მორჩა? :D
ნოდო
06 სექტემბერი 2021 09:15
3
ინგლისი ცალმხრიად კეტავს საზღვარს ბრაზილიელებისთვის.
ადეკვატურად მოექცა ბრაზილიაც.
"გაინგლისელებულმა"(
ჰარი
06 სექტემბერი 2021 13:18
2
კომენტატორმა ტატო ბაციკაძემ ზედმეტები ილაპარაკა აშკარად. ბრაზილიის პრეზიდენტზე და მთავრობაზე პირდაპირ ეთერში სალანძღავ სიტყვებს ისროდა.
რა არაადეკვატურიც არ უნდა იყოს ბრაზილიის მთავრობა, კომენტატორს მაინც თავშეკავება მართებს. კრიტიკა კი ბატონო, მაგრამ "დებილის" ძახება წარმოუდგენელია.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 08:23
3
სრულიად გეთანხმები და ეგ დავწერე მეც ქვევით.სადაც საჭირო არ არის იქ არ უნდა ჩაერიოს ადამიანი და უნდა მიხედოს თავის საქმეს.მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველა ექსპერტი და კრიტიკოსია(ეგეც საკიტხავია თავის საქმეს როგორ ართმევს თავს)
I
06 სექტემბერი 2021 22:53
0
ბრაზილიელები ორჯერ კურდღლები გამოდგნენ, პირველად როცა რეგულაციების დარღვევა შეეშინდათ და მეორე როცა შეეშინდათ იმ ფეხბურთელების გარეშე თამაში ვინც კურდღელივით მოიქცა
912
06 სექტემბერი 2021 08:06
3
ერთი რამე იმტხარით რა,ვინც უყურეთ ამ ყველაფერს და ჩვენმა ე.წ. კომენტატორებმა რეებიც ილაპარაკეს ბრაზილიის მთავრობის მიმართულებით სწორია?ტიპებმა იმ მომენტში არ იცოდნენ რა ხდებოდა და სიტყვებს ასე უპრაგონოდ ისროდნენ და შენი ქვეყნის მთავრობა ხომ დალაგებულია ახლა ბრაზილიას გადაწვნენ.ვაი ჩვენს პატრონს მართლა ხალხო.აი ეგაა სწორედ დასტური იმისა რმ ცვენსას ვერ ვამჩნევთ და სხვაგან ვაფათურებთ ხელებს,მაგიტმო არ გვეშველება არაფერი ჯერ კაი ხანს კიდევ!
I
06 სექტემბერი 2021 00:11
18
ჩვენი მთავრობა და მათი მართული ფეხბურთის ფედერაცია რომ სრული ნაგავია ამაზე ლაპარაკიც არ ღირს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაც კომენტატორების თქვეს ტყუილია- ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი ნაკრები უნდა მართლა იდიოტი იყო.იმედი მაქვს ფიფა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მესვეურები ბრაზილიის ნაკრებს მკაცრად არ დასჯიან მათი ქვეყნის ხელისუფლების უგუნურების გამო.
...
06 სექტემბერი 2021 00:31
5
ვაახ კაცო!
Giusha3232
06 სექტემბერი 2021 00:05
0

სიახლეები პოპულარული