გუშინ, 12 ოქტომბერს, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა.
H ჯგუფში რუსეთი სლოვენიას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
სტუმრებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს. თავი იგორ დივეევმა გამოიჩინა. 32-ე წუთზე გიორგი ჯიქიამ ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე იოსიპ ილიჩიჩმა გაიტანა.
ამრიგად, 8 ტურის თავზე რუსეთი 19 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. სლოვენია 10 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
რუსები მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ. სლოვენია იმავე რიცხვში სლოვაკეთს ესტუმრება.
-align: center; font-weight: bold; border: 1px solid; margin: 0px auto;">
Videoსლოვენია - რუსეთი
G ჯგუფში ნიდერლანდებმა გიბრალტარს უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 6:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. თავი ვირჯილ ვან დეიკმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მემფის დეპაიმ სტუმართა კარი ორჯერ აიღო. "ბლაუგრანას" შემტევმა გოლები 21-ე და 45+3 წუთზე გაიტანა.
მეორე ნახევარშიც ნიდერლანდებმა ამდენივე ბურთის გატანა მოახერხა. გოლები დენზელ დუმფრისმა (48-ე წუთი), არნაუტ დანჯუმამ (75-ე წუთი) და დონელ მალენმა (86-ე წუთი) გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ მემფისმა ხსენებულ შეხვედრაში 2 გოლს 2 ასისტიც დაუმატა და გულშემატკივარს მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა შესთავაზა.
ამრიგად, G ჯგუფში ნიდერლანდებს 19 ქულა აქვს და 1-ელ ადგილზე იმყოფება. გიბრალტარი 0 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
"ნარინჯისფერები" მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. გიბრალტარი იმავე რიცხვში თურქეთს ესტუმრება.
იმავე G ჯგუფში თურქეთი ლატვიას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 70-ე წუთზე, ბერგამოს "ატალანტას" მცველმა, მერიჰ დემირალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დააწინაურა.
თურქებმა წონასწორობა 75-ე წუთზე სერდარ დურსუნის გოლის წყალობით აღადგინეს, გამარჯვების მომტანი ბურთი კი ბურაკ ილმაზმა 90+9 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
ამრიგად, G ჯგუფში მე-8 ტურის თავზე თურქეთს 15 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს. ლატვია 5 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.
თურქეთი მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ლატვია იმავე რიცხვში ნორვეგიას ესტუმრება.
J ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიამ გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში, "ბუნდესნაკრები" გააქტიურდა, 50-ე წუთზე კაი ჰავერცმა გერმანია დააწინაურა. 70-ე და 73-ე წუთებზე ტიმო ვერნერმა მასპინძლების კარი ორჯერ აიღო, საბოლოო ანგარიში კი ჯამალ მუსიალამ 83-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, J ჯგუფს გერმანია 21 ქულით ლიდერობს. ჩრდ. მაკედონია 12 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
"ბუნდესნაკრები" მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართავს. მაკედონიელები იმავე რიცხვში სომხებს ესტუმრებიან.