იტალია შეიძლება მუნდიალის გარეშე დარჩეს - დანია, როგორც იქნა, დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის სამ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელი ტური გაიმართა და მუნდიალის კიდევ სამი მონაწილე და პლეი-ოფში გასული სამი გუნდი გაირკვა.

C ჯგუფი
ჩრდ. ირლანდია-იტალია 0:0
შვეიცარია-ბულგარეთი 4:0

ჯგუფში პირველ ადგილზე და მუნდიალზე შვეიცარია გავიდა, ხოლო იტალიამ მეორე პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
„სკუადრა აძურას“ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ კარგა ხანია უნდა მოეგოთ ჯგუფი, მაგრამ მაინც მოიპოვებენ ყატარის საგზურს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდებიან.

F ჯგუფი
ავსტრია-მოლდოვა 4:1
ისრაელი-ფარერები 3:2
შოტლანდია-დანია 2:0

დანია ზედიზედ 9 მოგების შემდეგ დამარცხდა, მაგრამ
პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, შოტლანდია კი პლეი-ოფიდან შეეცდება მიზნის მიღწევას.

I ჯგუფი
ალბანეთი-ანდორა 1:0
პოლონეთი-უნგრეთი 1:2
სან მარინო-ინგლისი 0:10

ინგლისმა ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო, მეორეადგილოსანი პოლონეთი კი პლეი-ოფში დაელოდება მეტოქეს.

უკვე გაირკვა მუნდიალის 11 მონაწილე: ინგლისი, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, ხორვატია, დანია, ბელგია, სერბეთი და ყატარი, რომელიც ტურნირზე მონაწილეობას მასპინძლის რანგში მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ავსტრია საერთოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, ჩეხეთი და უელსი ერთ ჯგუფში არიან სადაც ბელგიამ გაიმმარჯვა, ეს ორი გუნდი პლეიოფის ერთი ადგილისთვის იბრძოლებენ დღეს.
მერაბ1970
08:46 16-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული