უკრაინელთა მწვრთნელი: შოტლანდიელი ფანები გამბრდღვნიან - მეტოქის ფეხბურთელების მშობლების სახელებიც კი ვიცი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრები სტუმრად შოტლანდიას შეხვდება. მომავალი მატჩის შესახებ უკრაინელთა მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა ისაუბრა.

"მე უკვე ყველაფერი მზად მაქვს. ყველაფერი მომიმზადეს. შოტლანდიის სამი თამაში ვნახე. ძალიან მძლავრი გუნდია. ყველა მათ ფეხბურთელს ვსწავლობ, იმასაც კი, რა ჰქვიათ ამა თუ იმ მოთამაშის დედასა და მამას, რამდენი შვილი ჰყავთ, სად თამაშობენ, რა ჩვევები აქვთ და ყველაფერი დანარჩენი. მე ყველას ვიცნობ.

ამბობენ, რომ გამიხარდა... დიახ, გამიხარდა, რომ განუთესავები ვიყავით და შეიძლება იტალიას ან პორტუგალიას შევხვედროდით. მე ჩემი ემოციები მაქვს. ყველა
ამბობს, რომ მართალი არ ვარ და შოტლანდიელი გულშემატკივრები გამბრდღვნიან. სიხარული ჩემი უფლებაა, მე ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი ვარ", - ციტირებს პეტრაკოვს პროგრამა "დიადი ფეხბურთი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული