არგენტინამ, ბრაზილიამ და ურუგვაიმ გაიმარჯვეს - მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-16 ტურის შეხვედრები სამხრეთ ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა.

არგენტინამ კოლუმბიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. "ინტერის" ფორვარდმა თავი 29-ე წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, "ალბისელესტე" 35 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 24 მარტს, ვენესუელის წინააღმდეგ გამართავს.

კოლუმბია 17 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (იმავე 24 მარტს) კი ბოლივიას უმასპინძლებს.


ურუგვაიმ ვენესუელას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. გოლები როდრიგო ბენტაკურმა (1), ჯორჯიან დე არასკაეტამ (23) და ედინსონ
კავანიმ (45+1) გაიტანეს.

მეორე ნახევარში კი ლუის სუარესმა (53) და ჯოსეფ მარტინესმა (65) გატანილი ბურთები გაცვალეს.

ამრიგად, ურუგვაი 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 24 მარტს, პერუს წინააღმდეგ ჩაატარებს.

ვენესუელა 10 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო ტურში (24 მარტს) კი არგენტინას ესტუმრება.


ბრაზილიამ პარაგვაის უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი რაფინიამ გაიტანა, "ლიდს იუნაიტედის" შემტევმა თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა.

62-ე წუთზე კოუტინიომ სხვაობა ორბურთიანი გახადა, 86-ე და 88-ე წუთებზე კი ენტონიმ და როდრიგომ სტუმართა კარი აიღეს და გამანადგურებელი ანგარიშითაც გაიმარჯვეს.

ამრიგად, "სელესაო" 39 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 24 მარტს, ჩილეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

პარაგვაი 13 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (24 მარტს) კი ეკვადორს უმასპინძლებს.


სხვა შეხვედრები:

ბოლივია - ჩილე - 2:3

პერუ - ეკვადორი - 1:1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული