აპოკალიფსი? მაკედონიამ სტუმრად იტალია დაამარცხა - "სკუადრა აძურა" ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ოთხი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გასვლაზე იტალიას სძლია. იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე.

ფინალში აგრეთვე უელსი, პორტუგალია და შვედეთი გავიდნენ.

კარდიფი. “კარდიფ სიტი“
უელსი - ავსტრია 2:1
გოლები: 1:0 ბეილი (25), 2:0 ბეილი (51), 2:1 ზაბიტცერი (64)

სოლნა. „ფრენდს არენა“
შვედეთი - ჩეხეთი 1:0 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: კვაისონი (110)

პალერმო. “რენცო ბარბერა“

იტალია - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: ტრაიკოვსკი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 48 010
მაყურებელი

პორტუგალია - თურქეთი 3:1
გოლები: 1:0 ოტავიო (15), 2:0 ჟოტა (42), 2:1 ილმაზი (65), 3:1 მათეუს ნუნიეში (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ილმაზი (85)

ჩრდილოეთი მაკედონია ფინალში პორტუგალიას შეხვდება, პოლონეთი - შვედეთს, ხოლო უელსი - შოტლანდიასა და უკრაინას შორის გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, პოლონეთი რუსეთის ტურნირიდან მოკვეთის გამო ფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო შოტლანდიისა და უკრაინის დაპირისპირება ზაფხულში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვიღაც ამბობს რომ ჩაწყობილი იყო ვიღაც ამბობს რომ დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ და მასე გავდნენ ვიღაც ამბობს რომ იტალიამ არ დაფასა სათანადოთ და დაისაჯაა მაგას რა მნიშვნელობა აქვს მაკედონია გავიდა მსოფლიოზე მორჩაა არავის აინტერესებს ვინ როგორ ითამაშა და ვინ ვინ დაფასა ან არ დაფასაა მაკედონია დამარცხა ევროპის ჩემპიონი და გავიდა მსოფლლიოზე ესაა შედეგი და ფეხბურთში მთავარია შედეგი საქართველოს ნაკრები რომ ყოფილიყო ახლა მაკედონის ადგილზე ვინმე თამაშის ხარისხზე და პასების და ბურთის ფლობის პროცენტზე იფიქრებდით ზეიმი იქნებოდა თბილისში აიი მართლა თეთრი შურით მშურს მაკედონის ამ ნაკრებმა დაწერა თავისი საფეხბურთო ისტორია ჯერ ევროპა ახლა მსოფლიო და თან ვის იტალიას მოუგეს ზღაპარიაა ნეტა მომასწრო და მაცოცხლა იმდენი რომ საქართველოს ნაკრებმაც შეძლოს იგივე და ისე გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს როგორც მაკედონიაშია ხალხი ბედნიერი დღეს ფეხბურთი ამიტომ გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ რომ ეს არ არის ლოგიკური და პროგნოზირებადი სპორტი ფეხბურთში ყველა კლუბს და ნაკრებს აქვს შანსი დაწეროს ისტორია და მიაღწიოს შედეგს მთავარია შრომა მონდომება და პროფესიონალიზმი მაკედონის წყალი გადასხმოდეს საქართველოს ნაკრებს ასეთი მომენტები ჩვენთვის უნდა იყოს სტიმულის მომცემი და მაგალითი.
გიორგი
25 მარტი 2022 05:19
12
ჯერ არ გასულა, საამისოდ პორტუგალიამაც არ უნდა დააფასოს....
ვოოტ
25 მარტი 2022 10:42
0
მსოფლიოზე გავიდნენ არა კვახი,
პორტუგალია რომ ამოუვსებს ერთ ადგილს მერე ნახავ სად გავიდნენ
ბს
25 მარტი 2022 10:20
4
ყველა გამოხმაურება
ღირსები ხართ იტალიელებო კვარა რო არ წაიყვანეთ სერია ა-ში სათამაშოდ,არადა ხვიჩას გატანილი აქვს მაკედონიელებისთვის,უყურეთ ეხლა ინსინიეს!
გიორგი
25 მარტი 2022 03:11
27
Italielebis magier chven gavubabanebt 3tveshi
Rtgd
25 მარტი 2022 02:04
3
რა დაამტკიცა ბიჯო 90 წუთი კარში იწვნენ და ერთხელ დაარტყეს და ისეთი მოაჯდა იმ ვიღაც ტრიკოვსკის თან იმენა 93 წუთზე :დ ზღაპარი თუ გინდა ეგ თამაში იყო :დ ცალკე იმ ბერარდიმ იმდენი მაზა ეხლავე დეპორტი უნდა გაუკეთონ იტალიელებმა :დ
geo
25 მარტი 2022 02:22
1
ფეხბურთი ამითია საინტერესო, რომ ყოველთვის ძლიერი ვერ იგებს. ვულოცავ პატარა ჩრ. მაკედონიას, რომელმაც გვაჩვენა, რომ ბრძოლა და თავგანწირვა დებს შედეგს და არა მხოლოდ სახელი. როგორც ჩანს 18 ნოემბერს ჩვენი დამარცხება არც ისე შემთხვევითი ყოფილა.
გიზოგ
25 მარტი 2022 11:47
3
გენაცვალეთ, თავებს იგიჟებთ უკრაინის დროშა გიყენიათ, ისეთ სტატიებს წერთ თავი ტვ პირველზე მგონია ხოლმე და მიმოხილვა რუსულად გიდევთ
Emre
25 მარტი 2022 08:29
10
ესენი კომფორტულ პატრიოტიზმს აწვებიან, ისევე როგორც დანარჩენი გიურჯისტანი :)
odala
25 მარტი 2022 13:40
1
შრომა არა ლეღვი,მაკედონიამ იშრომა და იტალია ლობიოს ხარშავდა. მაგას გამართლება ქვია და ალალი იყოს მაკედონიაზე და ახი იტალიაზე.
შეტევა
25 მარტი 2022 08:03
0
მაკედონიამ დაამტკიცა რომ ღირსი იყო რომ მოგვიგო და არანაირი გამართლებას არ ქონდა ადგილი
ნიკა
25 მარტი 2022 02:06
17
თამაშს მაინც უყურე ჯერ!!
mate
25 მარტი 2022 02:45
11
ყარაულებს წინ პორტუგალია ყავთ და ვითომ მეორედაც გაუვადრებათ? პოლისჯოხიც ისვრის ერთხელო ნათქვამია,მაგრამ მეორედ შანსი 0%
ზესტაფდონი
25 მარტი 2022 09:22
1
მაკედონია ერთი დარტყა კარში და გაიტანა მოედნის ცენტრიდან და ამათ 30 ჯერ დარტყეს და ვერ გაიტანეს შვედეთანაც შვედებმაც სულ 1-2 ჯერ დარტყეს კარში და გაუტანეს და გავიდნენ რა თამაშიც მაკედონიამ ითამაშა ყრუ დაცვაში ჩემთვის ფეხბურთი არ არის მაგრამ როცა იტალიას ეთამაშები გასვლაზე და მაკედონია ხარ გინდა არ გინდა მასე უნდა ეთამაშო იდგე დაცვაში და შენს მომენტს უნდა დაელოდო ამათაც მიიღეს მომენტი გაუმართლათ კიდეც და გავიდნენ ესაა ფეხბურთი.
ზაზა
25 მარტი 2022 05:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული