დაუთმეთ უკრაინას მუნდიალის საგზური - ინგლისელი ჟურნალისტი შოტლანდიასა და უელსს მოუწოდებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევრფინალი შოტლანდიასა და უკრაინას შორის ზაფხულისთვის გადაიდო. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში უელსს შეხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას მუნდიალზე მონაწილეობის უფლება პლეი-ოფების გარეშე უნდა მისცენ, ხოლო ინგლისური ტელეგრაფის" ჟურნალისტმა ჯიმ უაიტმა შოტლანდიას და უელსს მოუწოდა საგზური უკრაინას დაუთმონ.

"ეს რაც არ უნდა მძიმე იყოს, უელსი და შოტლანდია გვერდზე უნდა გაიწიონ და უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვან. ახლა ყატარში მათი ნახვა ყველას სურს. შოტლანდიამ და უელსმა ეს რომ გააკეთონ, უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას დაიმსახურებდნენ.

ეს
სპორტის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი გადაწყვეტილება იქნებოდა. საკუთარი მიზნებისა და ამბიციების ვიღაც სხვის გამო უგულებელყოფა... ეს ნამდვილ პატივისცემას გამოიწვევს. უფრო მეტ პატივისცემას, ვიდრე მუნდიალზე გასვლაა", - წერს უაიტი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ასეთი შემთხვევა იყო საბჭოეთის ჩემპიონატში; ავიაკატასტროფაში მოხვედრილ ტაშკენტის "ფახთაქორს" არ დაატოვებინეს უმაღლესი ლიგა რამდენჯერმე
სტალინი
14:21 27-03-2022
0
ინგლისი გასულია და დაუთმონ თვითონ ბარემ, უელსს და შოტლანდიას რას ეუბნებიან თუ ეგრე შეტკივათ გული. თუ თავისი ენანებათ??
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული