"ეს გენოციდია და არა კონფლიქტი" - ანდრეი შევჩენკო ფიფას პრეზიდენტს პასუხობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ახლა კი უკვე მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა.

ინფანტინომ თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას ერთმანეთს შორის კონფლიქტი აქვთ, რასაც შევჩენკო ასე გამოეხმაურა:

"მინდა, გამოვეხმაურო ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს სიტყვებს, რომელმაც ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კონფლიქტი უწოდა. არ ვეთანხმები მის სიტყვებს. ეს არ არის კონფლიქტი, ეს არის ნამდვილი ომი და უკრაინელი ხალხის გენოციდი რუსეთის მიერ!" - განაცხადა შევჩენკომ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ფული, ბევრი ფული, ბაბაია"
დათა თუთაშხია
16:39 06-04-2022
0
ფარისევლობა, ქრთამი და კორუფცია ფიფაში როა ისეთი უნდა. აბა 2018 წელს რა ლიგიკით ჩატარდა მსოფლიო რუსეთში?
აიტ
14:51 06-04-2022
1

სიახლეები პოპულარული