"ეს გენოციდია და არა კონფლიქტი" - ანდრეი შევჩენკო ფიფას პრეზიდენტს პასუხობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ახლა კი უკვე მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა.

ინფანტინომ თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას ერთმანეთს შორის კონფლიქტი აქვთ, რასაც შევჩენკო ასე გამოეხმაურა:

"მინდა, გამოვეხმაურო ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს სიტყვებს, რომელმაც ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კონფლიქტი უწოდა. არ ვეთანხმები მის სიტყვებს. ეს არ არის კონფლიქტი, ეს არის ნამდვილი ომი და უკრაინელი ხალხის გენოციდი რუსეთის მიერ!" - განაცხადა შევჩენკომ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ მაგანაც იცის რომ ომია, რამ ათქმევინა ეგ ფრაზა ეგაა მთავარი.
ასეთი ფარისევლობა როგორ უნდა შერჩეს ამხელა ორგანიზაციის მმართველს
baggio
02 აპრილი 2022 13:33
4
დააბოიკოტონ ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატი და არ შერჩება არც ამას არც ამის შემდეგს. საკმარისია რამოდენიმე დიდი ნაკრების ულტიმატუმი.
ლუკა
02 აპრილი 2022 16:54
1
ფარისევლობა, ქრთამი და კორუფცია ფიფაში როა ისეთი უნდა. აბა 2018 წელს რა ლიგიკით ჩატარდა მსოფლიო რუსეთში?
აიტ
06 აპრილი 2022 14:51
1
"ფული, ბევრი ფული, ბაბაია"
დათა თუთაშხია
06 აპრილი 2022 16:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული