ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ ეს იდეა განიხილება და ის საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს გადაეგზავნება.
იდეა მოიცავს იმას, რომ პირველსა და მეორე ტაიმებს შორის შესვენების დრო გაიზარდოს და 15 წუთზე მეტი იყოს, შემდეგ კი მსაჯმა მატჩს გაცილებით მეტი დრო დაამატოს, რის შედეგადაც შესაძლოა, 100 და მეტწუთიანი შეხვედრები ვიხილოთ.