1-ელ ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, უკრაინის ნაკრები გლაზგოში შოტლანდიას დაუპირისპირდება. უკრაინელებს გამარჯვება ძალიან სჭირდებათ, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში და "მთელი ცხოვრების მატჩი" უწოდეს. მათი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- ძნელია კონცენტრირება, როდესაც უკრაინაში ომია?
- ძალიან ძნელია. ბიჭები ახლობლებზე ფიქრობენ, თავიანთ სახლზე. ვცდილობთ, ისინი განვმუხტოთ, ვიხუმროთ. ვეუბნებით, რომ ჩვენ ჩვენი ომი გვაქვს - ფეხბურთის მოედანზე. ყოჩაღ ბიჭებს, თამაშს კარგ ხასიათზე ვხვდებით.
- ეს თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა? თამაშის წინ ბიჭებს რას ეტყვით?
- დიახ, ამ დონეზე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, ხოლო იმას, რას ვეტყვი, ჩვენი გუნდური საქმეა, ეს ჩვენთან უნდა დარჩეს. სახალხოდ ამაზე არ ვილაპარაკებ.
- უკრაინის პრემიერლიგის ფეხბურთელები როგორ ფორმაში არიან? მათ უკანასკნელ ხანს სერიოზული სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ...
- ისე გამოვიდა, მხოლოდ სამი საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ. როგორ ფორმაში არიან, ამას მოედანზე ვნახავთ.