მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში სტუმრად შოტლანდიის 3:1 დამარცხება უკრაინის ნაკრებს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
"არის გაელვება, როდესაც ბევრი სიტყვა საჭირო არ არის! უბრალოდ, სიამაყე! უბრალოდ, მადლობა, ბიჭებო! ბედნიერების ორი საათი, რომელსაც გადავეჩვიეთ. გავედით. ვიბრძოლეთ. რადგან უკრაინელები ვართ!
სიხარული ჩვენი სამხედროებისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყველანი ვიბრძვით, ყველა თავის ფრონტზე, სწორედ ამისათვის. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშისათვის, გულზე ჩვენი გერბისათვის, Ще не вмерла України-სთვის, რომელსაც ვერ ჩაახშობენ.

ვიბრძვით, ვჩხუბობთ, გავუძლებთ, გავიმარჯვებთ, ვინაიდან უკრაინელები ვართ", - დაწერა ზელენსკიმ "ინსტაგრამზე".