უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში გლაზგოში შოტლანდია 3:1 დაამარცხა და 5 ივნისს კარდიფში ფინალში უელსს შეხვდება. გასული და მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ევგენი ლევჩენკომ გააკეთა:
"შუა გზაზე მოდუნება აბსოლუტურად არ შეიძლება. შოტლანდია დამაჯერებლად გავიარეთ, უპირატესობა განსაკუთრებით მაშინ იგრძნობოდა, როდესაც 2:0 დავწინაურდით. ამის შემდეგ ჩვენი ბიჭები ცოტა მოეშვნენ და ძალებიც არ ჰყოფნიდათ. რაც არ უნდა იყოს, ბევრი ფეხბურთელი ორთვიანი შესვენების შემდეგ გამოცხადდა ნაკრებში, სადაც სერიოზული ვარჯიშები იყო.
ვფიქრობ, როდესაც შეცდომათა სერიის შედეგად ის უაზრო
გოლი გავუშვით, შევშინდით, რომ შოტლანდიელები ანგარიშის გათანაბრებას შეძლებდნენ.
ჩემი აზრით, უელსის გავლა უფრო მარტივი იქნება. ეს პირადად ჩემი აზრია და იმაზეა დამყარებული, რომ შოტლანდიელებს უკეთეს გუნდად მივიჩნევ. მეორე მატჩთან დაკავშირებით მაინც ეჭვები მაქვს, რადგან მოკლე პერიოდში ორი თამაშის ჩატარებამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგვიწიოს. ისე კი ჩვენს ნაკრებში 100%-ით ვარ დარწმუნებული".