უელსმა უკრაინას იარმოლენკოს ავტოგოლით სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსმა საკუთარ მოედანზე უკრაინა 1:0 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში მატჩი ორივე გუნდმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, შეტევებით დაიწყო, თავიდან უპირატესობას ვერც ერთი ვერ ფლობდა, აშკარა საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თუმცა უფრო სახიფათონი სტუმრები იყვნენ და მეკარე ჰენესის რამდენიმეჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. მასპინძლები კი რიკოშეტით დაწინაურდნენ, როდესაც საჯარიმოდან ბეილის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში იარმოლენკომ ჩაჭრა. 41-ე წუთზე ალენმა საჯარიმოში იარმოლენკო წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

შესვენების შემდეგ უკრაინელები ინიციატივას დაეუფლენ, იერიშზე გადავიდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას
კი რამზიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ დამატებაზე ცარიელ კარში გატანა იარმოლენკომ ვერ მოახერხა. პეტრაკოვის შეგირდებს შუა მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ, უელსელებმა კიდევ ორი მომენტი შექმნეს - ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, მეორეჯერ კი ჯონსონს გატანა ბუშანმა არ დაანება. ბოლოს უკრაინელები შტურმზე გადავიდნენ, დოვბიკის თავით დარტყმული ბურთი ჰენესიმ მოიგერია, უელსმა გაიმარჯვა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

კარდიფი. „კარდიფ სიტი“. 33 280 მაყურებელი
უელსი - უკრაინა 1:0
გოლი: იარმოლენკო (34 საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 13 /
სომეხი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვინც რუსეთს უჭერს ხმას ყველას დედას დაეცეს მამონტი!!!!
ნიკა
14 ივნისი 2022 10:56
0
ჯერ ღირსება და მერე ყველაფერი სხვა. ეს ბეილი კიდე მაგარი სი.ია!მაგან რა იცის ღირსება რა არის, ისევე როგორც ბევრმა რუსეთუმე ქართველმა! და როგორც ჩანს უელსელებმაც! ისე თამაშითაც უკრაინა ჯობდა აშკარად ან ამ მსჯამა რა პენატლი არ დადო?!
სამარცხინო რუსეთუმეებს
06 ივნისი 2022 12:23
2
ამ კონკრეტულ თამაშში ნამდვილად ჯობდა უკრაინა!!! ზოგადად კი უელსისმაგვარი ტანჯულა ფეხბურთის მიმდევრები ალბათ მსოფლიო ჩემპიონატებზევეტ უნდა ხვდებოდნენ!!!
!!!
06 ივნისი 2022 09:01
2
უელსის წარმატება გაუხარდათ ბუნებრივია უელსის ქომაგებს, რუსებს და მთელი მსოფლიოს რუსეთუმეებს. კიდევ უეფას და ფიფას მაღალჩინოსნებს. გამგები გაიგებს. როდესაც 1979 წელს დინამომ ზემოდნახსენებ ფახთაქორთან წააგო, ჩემპიონატი მეოთხე ადგილით დაამთავრა, არადა მოგების შემთხვევაში მეორეები იქნებოდნენ...
დიმა
06 ივნისი 2022 07:12
1
უელსელები ჯიგრები იყვნენ არიან და იქნებიან. მსოფლიოზე უნდა გავიდნენ ღირსეულები და არა ვაიმე ომი აქვთ და ცოდოები
ქუთაისი
06 ივნისი 2022 01:49
16
რა შუაშია აქ ომი და ცოდოა! სწორედაც რომ ღირსეულად ითამაშა უკრაინამ და რომ გასულიყო უსამართლობა იქნებოდა!
დიდება უკრაინას!
დავით 67
06 ივნისი 2022 04:25
3
100თავით ჯობდა უკრაინა მაგრამ სამწუხაროდ....ამ მეკარემ რა ითამაშა.
კახა ქ.
06 ივნისი 2022 01:12
8
შოტლანდიელებისგან გამიკვირდა თამაშის ჩუქება...
ღირსეული გავიდა მუნდიალზე....
მე
06 ივნისი 2022 01:01
17
აუ, რა შტერები ხართ.
თემო
06 ივნისი 2022 00:58
3
უნგრეთუმე ხარ თუ რუსეთუმე რამ გამოგა-ირა,რა კომენტარს სდებს.მოგი-ან რუსეთი და უნგრეთი ყ-ს მონავ
უნგრეთუმეს
06 ივნისი 2022 00:58
12
არ არის ეს ღირსეული საქციელი, გაიხსენეთ რა გააკეტა თბილისის დინამომ ტაშკენტში ფახთაქორის ფეხბურთელები ახალი დაღუპულები რომ იყვნენ თვითმფრინავში დღეს მთელი უკრაინა იბომბება ხოცავენ აწამებენ ხალხს სადისტურად მაგრამ ქართველის გარდა ეგეთი ღირსება და შეგნება არა აქვს ამ უელსელებს და ამ მაკაკა ბეილს ეხლა მოგინდა გატანა შენი გოლფისტი დ*** შ ********
Qartveli
06 ივნისი 2022 00:29
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული