შესაძლოა, კატარის მუნდიალის დაწყების თარიღი შეიცვალოს

AutoSharing Option
კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 3 თვე რჩება. მოგეხსენებათ, მუნდიალი, პირველად ისტორიაში, ნოემბრის თვეში გაიმართება.

არგენტინული გამოცემა Diario Ole-ს ინფორმაციით, ფიფა სერიოზულად განიხილავს ერთ კალენდარულ ცვლილებას, კონკრეტულად კი, პირველი მატჩის 1 დღით ადრე გადმოტანას, ვიდრე დაგეგმილი იყო.

გახსნითი მატჩი 21 ნოემბერს, ორშაბათსაა დაგეგმილი და თუ გამოცემას დავუჯერებთ, დიდია შანსი, კვირა დღეს გაიმართოს. თუ ეს ცვლილება განხორციელდა, 20 ნოემბერს ტურნირი კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
3 დისლაიქი აქვს ამ მომენტისთვის ამ სტატიას :))) ჰაჰაჰაჰა როგორ მაინტერესებს მიზეზი )))) კაცურად დაწერეთ რა. 20ში კვირას ეს სამი კაცი თვითონ თამაშობს ფეხბურთს თუ რა ხდება
კაპიტან გარდენბურგი
14:04 10-08-2022
6
ვისაც შემოდგომის იდეა არ მოგწონთ მარტივათ ავხსნი ზაფხულისთვის 99% ფეხბურთელის გადამწვარი იქნება 50+ მატჩი ბევრს ექნება ჩატარებული დაუმატეთ ჯგუფის 3 თამაში პლიუს ფლეიოფები რას ნიშნავს ზაფხულში ნაკრების თამაში ერთა ლიგის 4მა მატჩმა აჩვენა რაც შეეხება შემოდგომას 3 დღეში ბოლო ორი ტოპ ლიგაც დაიწყება ანუ გამოდის ნოებრისთვის 3 თვეში უმეტესი ნაკრების ფეხბურთელები იქნებიან ფორმის პიკში გარემო პირობებზე ყატარმა იზრუნოს და ეჭვი მაქ იზრუნებს კიდეც და ვერც შეატყობენ სტადიონზე მისულები რო გარეთ 50 გრადუსია პს რამდენი ხანია ევროპაზე თუ მსოფლიოზე გახსნითი მატჩი მასპინძელს არ უთამაშია ზოგჯერ მასპინძელი ბოლო ჯგუფში იყო მარა მაინც გახსნის დღეს თამაშობდა
ნოდო
21:16 10-08-2022
3

სიახლეები პოპულარული