"31 წლის ვარ და არ ვიცი, თუ რა იქნება 4 წლის შემდგომ. კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის მესამე იქნება და კარგად მესმის, რომ ნაკრებში ჩემი დრო დასასრულს უახლოვდება", - ამბობს დე ბრუინი.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ბელგიის ნაკრები ჯგუფში ხორვატიასთან, მოროკოსთან და კანადასთან ერთად იასპარეზებს.