"უკვე 31 წლის ვარ..." - დე ბრუინი, სავარაუდოდ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებს

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტის" ბელგიელი შემტევის, კევინ დე ბრუინის თქმით, სავარაუდოდ, ის 2022 წელს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებს.

"31 წლის ვარ და არ ვიცი, თუ რა იქნება 4 წლის შემდგომ. კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის მესამე იქნება და კარგად მესმის, რომ ნაკრებში ჩემი დრო დასასრულს უახლოვდება", - ამბობს დე ბრუინი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ბელგიის ნაკრები ჯგუფში ხორვატიასთან, მოროკოსთან და კანადასთან ერთად იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული