"ბაიერნის" შემტევმა გუშინ "ვერდერის" წინააღმდეგ დაპირისპირებისას მყესები დაიზიანა, რის გამოც მისი მუნდიალზე მონაწილეობა გამოირიცხა.
მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერის" დამრიგებელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ სადიო ტკივილს წვივის არეში განიცდიდა და დაზიანება საშიში არ ჩანდა, თუმცა გამოკვლევებმა საპირისპირო აჩვენა.
სენეგალის მთავარ მწვრთნელს, ალიუ სისეს, ნაკრების შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.