დიდი ალბათობით, სადიო მანე კარიერას "ალ ნასრიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სენეგალელს "ბაიერნში" დარჩენა სურდა, თუმცა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს შეატყობინა, რომ ის თომას ტუხელის სამომავლო გეგმებში არ შედის.
მანემ ახალ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მიუნხენური კლუბი სადიოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, გადაიხდის თუ არა ამ თანხას "ალ ნასრი".
შეგახსენებთ, მანემ გასულ სეზონში "ბაიერნის" მაისურით 38 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
16:00 21-07-2023
დიდი ალბათობით, მანე კარიერას "ალ ნასრიში" გააგრძელებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული